weather cur horoscope tv
ნოემბერი 23, 2024

ქუთაისში არსებული ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრის, „ღია სახლის“ ბენეფიციარებსა და თანამშრომლებს მეზობლები შენობაში არ უშვებდნენ. მათ ჭიშკარს ბოქლომი დაადეს და მხოლოდ პატრულის მისვლის შემდეგ მოხსნეს. შემთხვევა გუშინ, 12 ივლისს მოხდა.

თელავის საკრებულოს წევრმა ლევან კოჭლოშვილმა „ქართული ოცნება“ და ინფრასტრუქტურის და ბუნებრივი რესურსების კომისიის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა. მისი თქმით, სიმართლისთვის ბრძოლას აპრებს და არავის მისცემს შესაძლებლობას, „ნაციონალურ მოძრაობას“ ხელისუფლების ხელში ჩაგდებაში…

პარლამენტში წარმოდგენილი ხუთი ოპოზიციური პარტია და 6 დამოუკიდებელი დეპუტატი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს 18 ივლისიდან რიგგარეშე სესიის დანიშვილის მოთხოვნით მიმართავენ.

ევროკომისია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად განსაზღვრული 12 პირობის შესრულებაზე ანგარიშს არა ამ წლის ბოლოს, არამედ 2023 წელს მოამზადებს. ამის შესახებ დღეს, ევროკავშირის პარლამენტის საგარეო კომიტეტში გამოსვლისას, ევროკომისიის წარმომადგენელმა განაცხადა.

გლდანის ციხის ყოფილმა პატიმარმა სახელმწიფოს წინააღმდეგ სასამართლო დავა მოიგო. ის ამტკიცებდა, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნის მთელი დროის განმავლობაში, მსოფლმხედველობის, კერძოდ, ვეგანობის ნიშნით დისკრიმინაციის მსხვერპლი იყო.

ოთო დარბაისელი ამბობს, რომ დაშბაშის კანიონზე ახლად გახსნილ შუშის ხიდზე არ შუშვეს, რადგან ეტლით მოსარგებლეა. როგორც ის ამბობს, განუმარტეს, რომ ბორბლები მინას აზიანებს და შეიძლება „ხიდმა ვერ გაუძლოს“.

ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის სხდომაზე ევროპარლამენტარმა და „ევროპის სახალხო პარტიის“ (EPP) წევრმა, რასა იუკნევიჩიენემ განაცხადა, რომ ტერმინი „დეოლიგარქიზაცია“ საქართველოს დებიძინიზაციას ან დეივანიშვილიზაციას გულისხმობს.

„კონსერვატიული მოძრობა/ალტ ინფოს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი კონსტანტინე მორგოშია აცხადებს, რომ პარტიის თავმჯდომარე გიორგი ქარდავა და გენერალური მდივანი შოთა მარტინენკო რამდენიმე დღით მოსკოვში გაემგზავრნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარაში, თბილისსა და რუსთავში „ქურდულ სამყაროსთან“კავშირში მყოფი 7 პირი დააკავეს, ხოლო საზღვარგარეთ მყოფ 2 პირს - ბრალი დაუსწრებლად წარედგინა.

უკრაინის უმაღლესი რადას [პარლამენტის] დეპუტატებმა, ოლექსი გონჩარენკომ და მუსა მაგომედოვმა მოამზადეს რეზოლუციის პროექტი, რომელიც ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის სუვერენულ სახელმწიფოდ აღიარებას ეხება.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]