weather cur horoscope tv
აპრილი 30, 2025

„ჩვენ დღეს აქედან მივდივართ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ აქ აღარ ჩამოვალთ და, თუ საჭირო გახდება, აქ არ გავაგრძელებთ ბრძოლას“, – განაცხადა მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ დამფუძნებელმა, ვარლამ გოლეთიანმა…

ბორჯომში, მინერალური წყალი „ბორჯომის“ ჩამომსხმელ N1 და N2 ქარხნებში დასაქმებულმა დაახლოებით 350-მა ადამიანმა გაფიცვა შეწყვიტა. დღეს გაფიცულებსა და კომპანია „აი დი ეს ბორჯომი საქართველოს“ ახალ დირექტორს შორის შეთანხმება შედგა. ქარხნებში…

„ერთი წამითაც ეჭვი რომ მეპარებოდეს იმაში, რომ საქართველოს ძლიერი, დამოუკიდებელი... ეკონომიკურად გაძლიერებული საქართველოს ინტერესი გადის დამოუკიდებელ ენერგეტიკაზე და ამისთვის ნამახვანის სტრატეგიული პროექტი საჭიროა, მე აქ, თქვენს წინაშე არ ვიდგებოდი როგორც…

არასამთავრობო ორგანიზაცია „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ (ყოფილი EMC) აცხადებს, რომ ნამახვანჰესის ხელშეკრულების პროექტზე იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული დასკვნა უკვე ხელმოწერილ ხელშეკრულებაში ფაქტობრივად არ არის გათვალისწინებული. 2019 წლის 30 მარტით დათარიღებული დასკვნა,…

სოფელ გუმათში, სადაც 3 აპრილიდან პოლიციის ბლოკპოსტია განთავსებული, შინაგან საქმეთა სამინისტრომ რკინის კედელი ხელახლა აღმართა. ამის შესახებ ინფორმაცია „რეგინფოს“ ნამახვანჰესის წინააღმდეგ აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ზვიად გოდოლაძემ დაუდასტურა.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დამოუკიდებლობის დღის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის დროს ნამახვანჰესის საკითხიც ახსენა და თქვა, რომ ქვეყანას „საკუთარი ხედვა, კონკრეტული გეგმა და, რაც მთავარია, ერთობა“ სჭირდება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი პირველ ივნისს თურქეთში გაემგზავრება, სადაც თურქეთის პრეზიდენტს შეხვდება. ამის შესახებ საუბარია მისალოც წერილში, რომელიც რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მისწერა.  

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, საქართველოში ჩატარებული 39 697 ტესტის შედეგად, კორონავირუსის 1015 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გუშინ 1354 ტესტის პასუხი იყო დადებითი.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯოზეფ (ჯო) ბაიდენმა ამერიკელი ხალხის სახელით საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მოულოცა. პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისთვის გაგზავნილ მის წერილს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

დღეს, 26 მაისს, საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. 1918 წლის 26 მაისს, საქართველოს ეროვნული საბჭოს თავმჯდომარემ ნოე ჟორდანიამ, ეროვნული საბჭოს სახელით, ქართველ ერსა და საერთაშორისო საზოგადოებას საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადება…

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]