საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები მეხუთე დღეა რიონის ხეობაში შესვლას ცდილობენ. ამ დროისთვის დაძაბულ ვითარებაა სოფელ გუმათში, სადაც დემონსტრანტების შესაკავებლად პოლიციას რკინის ჯებირები აქვს აღმართული.
ქუთაის-გაენათის ეპარქიის მიტროპოლიტმა იოანემ (გამრეკელი) ნამახვანჰესის წინააღმდეგ მიმდინარე პროტესტთან დაკავშირებით განაცხადა, რომ „რიონის ხეობის მცველები“ მიკერძოებულები და სუბიექტურები არიან. მეუფის თქმით, ქუჩის აქციებს სიკეთე არავისთვის მოაქვს და ხელისუფლებასთან დიალოგი სწორი…
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთის მცხოვრებლები, რომლებიც კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ წინააღმდეგ თებერვლიდან აქციებს მართავენ, 11 მაისს კი პროტესტის ნიშნად პირიც ამოიკერეს, დღეს თბილისში ჩავიდნენ და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან მივიდნენ.
ახალდაფუძნებული პოლიტიკური გაერთიანების – „საქართველოსთვის“ პრეზენტაციაზე პარტიის ხელმძღვანელმა გიორგი გახარიამ პოლიტსაბჭოს 14 წევრი წარადგინა:
ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ახლად დაფუძნებული პოლიტიკური გაერთიანების – „საქართველოსთვის“ თავმჯდომარედ აირჩიეს. გახარიას თქმით, პარტიაში ერთიანდებიან საქართველოსთვის და არავის წინააღმდეგ.
სოფელ გუმათში, ნამხვანჰესის ინვესტორი კომპანიის, „ენკა რინიუებლზის“ ბაზასთან დილით ინციდენტი მოხდა. სამართალდამცველები მიაწვნენ და გზის სავალი ნაწილიდან ძალით გადაიყვანეს ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები, რომლებიც იქ მთელი ღამის განმავლობაში მორიგეობდნენ და აპირებდნენ,…
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ნამახვანჰესის პროექტის ხელშეკრულების შესწავლისა და იურიდიული დასკვნის მოსამზადებლად კვალიფიციურ საერთაშორისო იურიდიულ კომპანიას ეძებს. ამასთან დაკავშირებით სამინისტრომ ტენდერი გამოაცხადა. წინადადებების წარდგენის ბოლო ვადა 10 ივნისია, გამარჯვებულმა კომპანიამ კი დოკუმენტი…
„რაც ჩვენი თანხები სასაუბრო თემა გახდა ფართო საზოგადოებაში, გადმორიცხვებმა კვეთრად მოიმატა“, – ამის შესახებ მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, მარიტა მუსელიანმა განაცხადა.
დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air-ი დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ვენის, ბუდაპეშტისა და ვროცლავის მიმართულებით ფრენებს ივნისში განაახლებს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას მეუღლემ, მარიკა ფანცულაიამ 2020 წელს საფრანგეთში, პარიზში 83 კვ.მ ფართობის ბინა შეიძინა, რისთვისაც 472 400 ევრო გადაიხადა. ნასყიდობა ასახულია გიორგი გახარიას 2020 წლის ქონებრივ დეკლარაციაში.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11