weather cur horoscope tv
აპრილი 30, 2025

ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ დაფინანსებასთან დაკავშირებით სპეკულაციების დასასრულებლად აუდიტი დაიქირავეს, რომლის დასკვნაც საჯაროდ გამოქვეყნდება.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ და იუსტიციის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, მიხეილ სარჯველაძემ ნამახვანჰესის ხელშეკრულების პროექტზე ორი წლის წინ მომზადებულ დასკვნასთან დაკავშირებით შეკითხვებს უპასუხა. მისი თქმით, იუსტიციის სამინისტროს არ ჰქონდა…

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სოფელ გუმათში პოლიციის მიერ გუშინ დაკავებული რვა პირის საქმის განხილვა 4 ივნისისთვის გადადო. მომდევნო პროცესამდე მოსამართლემ ყველა დაკავებული დარბაზიდან გაათავისუფლა.

პარტია „ხალხისთვის“ დამფუძნებელმა ანა დოლიძემ პარლამენტის თავმჯდომარის, კახა კუჭავას სახელზე განცხადება შეიტანა, რომლითაც ნამახვანჰესის პროექტზე პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი, ეკონომისტი გიორგი აბაშიშვილი ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას გუნდს უერთდება. ამის შესახებ განცხადება მან Facebook-ზე გაავრცელა.

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პარტიის პრეზენტაცია ხვალ, 29 მაისს გაიმართება. ღონისძიება „ექსპო ჯორჯიას“ მეთერთმეტე პავილიონში 17:00 საათისთვის არის დაგეგმილი.

საპარლამენტო ფრაქცია „ლელო“ დარგობრივი ეკონომიკისა და გარემოს დაცვის კომიტეტებს მოუწოდებს, ნამახვანჰესის პროექტთან დაკავშირებით საკომიტეტო მოსმენა გაიმართოს, რომელსაც ეკონომიკის, იუსტიციის და გარემოს დაცვის მინისტრები, ასევე, პროექტის მოწინააღმდეგეები დაესწრებიან.

ნამახვანჰესის წინააღმდეგ აქციაზე წუხელ დაკავებული რვა პირის პროცესი ქუთაისის საქალაქო სასამართლოში დღეს გაიმართება. სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეები ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციელის კანონიერი…

სხალთელმა მთავარეპისკოპოსმა სპირიდონმა მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი მაკა სულაძე გააკრიტიკა იმისთვის, რომ მან თბილისის აქციის მესამე დღეს, საპროტესტო მსვლელობაში ჯვრით მონაწილეობაზე უარი თქვა. როგორც სულაძემ განმარტა, ეს გადაწყვეტილება…

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ხელი მოაწერა „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ორგანულ კანონში შეტანილ ცვლილებებს. მოქალაქეობის აღდგენისა და მოქალაქეობის შენარჩუნების დროებითი უფლებით სარგებლობის ვადა 2022 წლის 31 დეკემბრამდე გაგრძელდა.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]