weather cur horoscope tv
მაისი 02, 2025

მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ლიდერის, ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, ნამახვანჰესის წინააღმდეგ პროტესტის ორგანიზატორები დღეიდან აქტიურ ქმედებაზე გადავლენ - დაუკავშირდებიან ხელისუფლების წარმომადგენლებს და 15 აპრილის შეხვედრაზე მათ მიერ დაყენებულ პირობებთან დაკავშირებით კონკრეტულ…

პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია, რომელიც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში წინასწარ პატიმრობაში იმყოფება, „ქართულ ოცნებას“ მიმართავს.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პოლიტიკურმა შეთანხმებამ უკვე მოიტანა შედეგები და ეს არის ინსტიტუტების, პირველ რიგში, საქართველოს პარლამენტის გაძლიერება.

ზუგდიდიდან თბილისისკენ მიმავალი მატარებელი ზესტაფონში, სოფელ აჯამეთთან არასრულწლოვანს დაეჯახა. მოზარდი ადგილზე გარდაიცვალა.

2021-2022 სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა რეგისტრაციის პირველი და მეორე ეტაპის ვადებში ცვლილება შევიდა. განათლების სამინისტროს განმარტებით, პირველი ეტაპი, რომელიც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებს ეხებოდა, 15 მარტიდან 26 მარტის ჩათვლით განხორციელდა,…

ე.წ. „კარტოგრაფების საქმეზე“ ბრალდებულებმა, ივერი მელაშვილმა და ნატალია ილიჩოვამ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართეს. არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ (GDI) ცნობით, საჩივარი უკავშირდება მომჩივნების დაკავებას და პატიმრობაში ყოფნის პერიოდს 2020…

არასამთვრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) ქობულეთში გარდაცვლილი 14 წლის გოგონას საქმეს ჩამოშორდა. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, სისხლის სამართლის საქმეს დაზარალებულის უფლებამონაცვლის – გარდაცვლილი გოგონას უფროსი დის მოულოდნელი გადაწყვეტილებით ჩამოშროდნენ.

ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, აპრილის ბოლოს საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო „ასტრაზენეკას“ ვაქცინის კიდევ 50 000-მდე დოზა შემოვა.

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ხვალ, 20 აპრილს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით კოვიდ-საბჭოს სხდომა გაიმართება, სადაც დამატებით რეგულაციებზე იმსჯელებენ.

გრიგოლ ვაშაძემ, რომელიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარეა, ხელი მოაწერა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ პოლიტიკური პარტიებისთვის შეთავაზებულ შეთანხმების დოკუმენტს. ხელმოწერის ამსახველი ვიდეომასალა ევროკავშირის წარმომადგენლობამ გაავრცელა.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]