weather cur horoscope tv
მაისი 02, 2025

გუმათში, ნამახვანჰესის წინააღმდეგ აქციაზე 12 აპრილს მომხდარ ჩხუბთან დაკავშირებით, პოლიციამ მეშვიდე ადამიანი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით, ბათუმში დაკავებულია 1990 წელს დაბადებული ე.ა.

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კორონავირუსთან დაკავშირებით მთავრობის მიერ შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო ორშაბათს იმსჯელებს, რა დამატებითი ღონისძიებები შეძლება გატარდეს ეპიდემიოლოგიური სიტუაციის უკეთ მართვისთვის.

აბასთუმანში მკვლელობა მოხდა

პარასკევი, 23 აპრილი 2021 18:29

აბასთუმანში, მდინარე კურცხანას ხეობაში, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად ერთი ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს, მეორე კი დაჭრეს. დაჭრილმა საავადმყოფო უკვე დატოვა და პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფება.

„ნამდვილად არ მეგონა, რომ მსგავსი რამ ქართულ ჯარშიც სინამდვილეში შეიძლება ყოფილიყო. როგორ შეიძლება ასეთ ადამიანებს, დაზარალებულებს ვგულისხმობ, სამშობლოს დაცვა მოსთხოვო, როცა თავის მოკვლაზე ფიქრობენ, იმხელა შეურაცხყოფა აქვთ მიყენებული“, – განაცხადა…

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას განცხადებით, ნამახვანჰესის პროექტთან დაკავშირებით აუცილებლად უნდა გამოინახოს საერთო ენა. მისივე თქმით, „ყველაზე მთავარი ინტერესი უნდა იყოს სახელმწიფოებრივი ინტერესი, თუ რა…

ჭიათურაში მანგანუმის მომპოვებელი კომპანია „ჯორჯიან მანგანეზში“ დასაქმებული 3500-მდე ადამიანი გაიფიცა, რის გამოც დილიდან გაჩერებულია 13 მაღარო. ამის შესახებ ინფორმაცია „რეგინფოს“ კომპანიაში დაუდასტურეს. კომპანიის წარმომადგენლის თქმით, გაფიცულებს შორის არიან როგორც მაღაროელები,…

საქართველოში თურქეთის ელჩმა, ფატმა ჯერენ იაზგანმა განაცხადა, რომ საქართველოს თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ეწვევა, თუმცა ვიზიტის თარიღი ჯერ არ არის შეთანხმებული.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე იოსებ გოგაშვილი, რომელმაც 2021 წლის თებერვალში ორგანიზაცია „კავკასიის უსაფრთხოების პოლიტიკის ცენტრი“ დააფუძნა, აცხადებს, რომ წინა ხელისუფლების დროს საქართველოში ტერორისტული ორგანიზაციის შექმნის საქმე თითქმის გამოძიებულია…

შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ ორ თანამშრომელს ბრალი წარედგინა გუდაურში სამი წლის წინ, 2018 წლის 16 მარტს მომხდარ შემთხვვასთან დაკავშირებით, როდესაც საბაგირო მწყობრიდან გამოვიდა და რამდენიმე ადამიანი დაშავდა. დაშავებულებს შორის…

საქართველოში დღე-ღამეში ჩატარებული 28 751 ტესტის შედეგად, კორონავირუსით ინფიცირების 1271 ახალი შემთხვევა დადასტურდა. დადებითობის დღიური მაჩვენებელი 4.42%-ია, ბოლო 14 დღის – 3.75%, ხოლო ბოლო 7 დღის – 4.55%.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]