საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
სამართალდამცავებმა არასრულწლოვანთა ტრეფიკინგის ბრალდებით თბილისში 46 მამაკაცი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მამაკაცი ბავშვებზე ძალადობდა და ქუჩაში მოწყალების თხოვნას აიძულებდა.
ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი) სალხინოს მამათა მონასტრის ტაძარში სასულიერო პირებს შორის გუშინ მომხდარ დაპირისპირებას საგანგებო განცხადებით გამოეხმაურა და თქვა, რომ იძულებულია, ეკლესიიდან განკვეთოს ტაძრის ყოფილი წინამძღვარი იღუმენი დანიელი, ასევე…
ევროპის პარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა, პარტია „მწვანეები - ევროპის თავისუფალი ალიანსის“ წევრმა ეიდი ჰაუტალამ ნამახვანჰესის წინააღმდეგ პროტესტს მხარდაჭერა გამოუცხადა.
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, საქართველოს პოლიტიკური პარტიების მიერ შეთანხმების მიღწევა მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი იყო. მისივე თქმით, ასევე მნიშვნელოვანია, რომ მხარეები შეთანხმდნენ ამნისტიის კანონთან დაკავშირებით.
პარტია „ლელომ“ ევროპარლამენტარებს შესთავაზა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას თავდებში დაუდგნენ, რათა დაუყოვნებლივ შეიცვალოს მისი აღკვეთის ღონისძიება და პატიმრობიდან გათავისუფლდეს. ამის შესახებ პარტიის ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კოვიდ-კლინიკებში დღეს 5500 საწოლია, მკურნალობას კი 3500 ინფიცირებული გადის. ამასთან, მინისტრის თქმით, შემდეგი კვირის განმავლობაში დამატებით 1000 საწოლის მობილიზაცია მოხდება.
1992-93 წლების აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული 13 ადამიანის (6 სამხედრო, 7 მშვიდობიანი მოქალაქე) ნეშტი ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოასვენეს.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ამნისტიის კანონი, რომლის მიღება პოლიტიკური პარტიების მიერ ხელმოწერილი შეთანხმებიდან გამომდინარე იგეგმება, 2019 წლის 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებულ ყველა პირს უნდა შეეხოს.
საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა მაისამდე გადადო საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ ზურაბ ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიასა და თამარ კორძაიას სარჩელების განხილვა, რომლითაც ისინი დეპუტატის მანდატების შეწყვეტაზე უარის კონსტიტუციურობის დადეგას ითხოვდნენ. საკონსტიტუციო სასამართლოს საქმე არსებითად…
ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიზაბავრაში გამგებლის ყოფილ წარმომადგენელს, კუკური პლაჭიაშვილს, ასევე მის მეგობარ ირაკლი გოგალაძეს, რომლებსაც ბრალად ედებოდათ მოქალაქის ჯგუფურად გატაცება და წამება, ახალციხის რაიონულმა სასამართლომ 9-9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11