საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
სოციალური ღონისძიებების, მათ შორის, ქორწილების, დაბადების დღეებისა და ქელეხების გამართვაზე რეგულაციები და კონტროლი მკაცრდება. შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსმა, ბექა ფერაძემ პირველ არხთან ინტერვიუში განაცხადა, რომ შესაბამისი ცვლილება მთავრობის დადგენილებაში შევა.
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განმარტა რატომ არ აიცრა „კოვიდ 19“–ის საწინააღმდეგოდ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელსაც ახლახანს კორონავირუსი დაუდასტურდა.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, დღეს არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, მობილობის შეზღუდვის აუცილებლობა არ დგას.
„ქართული ოცნების“ დეპუტატის და პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, კორონავირუსის მესამე ტალღა საქართველოსკენ მოექანება და სჯობს, არსებული წესები, მათ შორის, ე.წ. კომენდანტის საათი ყველამ დაიცვას.
ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე გამოვიდა ინიციატივით, რომ აპრილი წიგნის ჩუქების თვედ გამოცხადდეს. ამის შესახებ მან საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ დიცში განაცხადა, სადაც წიგნის მოყვარულ ბებიასა და შვილიშვილს წიგნები გადასცა.
ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 178-ე კილომეტრზე (კალა-უშგულის მონაკვეთი), მიწა-კლდის შვავი ჩამოვიდა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ამ დროისთვის, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა და თვითიზოლაციაში იყოფება.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობამ სერიოზულად იმატა.
საქართველოს მთავრობის დადგენილებით, შეიქმნა ქვეყნის განვითარების და რეფორმების უწყებათაშორისი საბჭო, რომელიც, პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, ქვეყნის განვითარების ათწლიან გეგმას შეიმუშავებს.
დღეს, 6 აპრილს, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 897 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი - 463 შემთხვევა თბილისშია. რეგიონებიდან ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა სამეგრელო-ზემო სვანეთში ფიქსირდება, ხოლო ყველაზე ცოტა სამცხე-ჯავახეთში.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11