weather cur horoscope tv
ივნისი 17, 2025

„არცერთი პოლიციელი ჩემთან არ არის. პოლიციას თავისი დღის წესრიგი აქვს. მე არავინ მომიყვანია და დამჭირვებია სასაუბროდ“, – განაცხადა „ნამახვანჰესის“ პროექტის ახალმა დირექტორმა, მერაბ ლომინაძემ სოფელ ნამოხვანში სამართალდამცველების მობილიზებასთან დაკავშირებით.

„ნამახვანჰესის“ პროექტის ახლად დანიშნული დირექტორი, მერაბ ლომინაძე რიონის ხეობაში, სოფელ ნამოხვანში პოლიციის თანხლებით ჩავიდა და ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებს შეხვდა. როგორც ლომინაძემ შეხვედრისას თქვა, მოსამზადებელი სამუშაოები უნდა გაგრძელდეს.

ოკუპირებულ ცხინვალში მოკლული არჩილ ტატუნაშვილის დედამ რუსი ჟურნალისტის, ვლადიმერ პოზნერის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ქართველებს საკუთარ სახლში მისვლის გამო კლავენ, რუსები კი აქ დროის გასატარებლად ჩამოდიან.

ევროპარლამენტის წევრის, ვიოლა ფონ კრამონის განცხადებით, ევროპელი მედიატორის მიერ შეთავაზებულ დოკუმენტზე „ქართული ოცნების“ მხრიდან ხელის მოწერა წინ გადადგმული ნაბიჯი იქნებოდა.

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა, რომ შემდეგი კვირიდან პარტიის ხელმძღვანელები რეგიონებში გავლენ და შეხვედრებს გამართავენ.

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან გამართულ საპროტესტო აქციაზე, პოლიციამ 12 აქტივისტი ადმინისტრაციული წესით დააკავა. აქცია მმართველი პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომის პარალელურად გაიმართა.

„ევროპული საქართველოს“ ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, ევროკავშირის მედიატორის, კრისტიან დნილესონის მიერ პოლიტიკური პარტიებისთვის წარდგენილ დოკუმენტს ხელს არ მოაწერს, რადგან ის არასრულფასოვანი დოკუმენტია.

მარტვილის დედათა მონასტრის წინამძღვრობიდან გადაყენებული, შემდეგ კი მონასტრიდან გაძევებული მონაზონი სოსანა (ბოლქვაძე) აცხადებს, რომ ის სიმართლის თქმისა და შეკითხვების დასმის გამო ისჯება. დედა სოსანა და მორჩილი ნინო წუხელ თბილისიდან, საპატრიარქოსთან…

საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებით, ევროკავშირის პარლამენტის დეპუტატების გზავნილები სერიოზულად უნდა იქნეს მირებული. ჰარცელი გამოეხმაურა 7 ევროპარლამენტარის მიერ გუშინ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებას, რომელიც „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციური პარტიების წარუმატებელ…

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ამ ეტაპზე ქვეყანაში ფართო ლოკდაუნის გამოცხადება არ იგეგმება. მისი თქმით, დღეს პრიორიტეტულია კონკრეტულ ადგილებზე ეპიდემიის გავრცელების ლოკალიზაცია.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

reginfo.ge@gmail.com