საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
ნამახვანჰესთან დაკავშირებით რიონის ხეობის მცველებთან და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან დაგეგმილი შეხვედრა, დაწყებიდან 9 წუთში დატოვეს ეკონომიკისა და გარემოს დაცვის მინისტრებმა, რომლებიც ქუთაისში თბილისიდან ჩავიდნენ.
ქუთაისში რიონის ხეობის მცველებთან შესახვედრად ჩასულმა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ, რომელმაც შეხვედრა დასაწყისშივე დატოვა, რიონის ხეობის მცველებს ოთხპუნქტიანი შეთავაზება დაუტოვა.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გამოეხმაურა ტელეკომპანია „პირველის“ მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერებს, სადაც ის, ბერა ივანიშვილი და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი, ანზორ ჩუბინიძე ფიგურირებენ. ღარიბაშვილის თქმით, ჩანაწერები 11 წლის წინ არის გაკეთებული…
გურიაში, გომისმთაზე, დიდთოვლობისა და ქარბუქის გამო გზაზე ჩარჩენილ ახალგაზრდებთან კავშირი გაწყდა, მაშველები კი შემთხვევის ადგილას ამ დრომდე არ მისულან. დილას მიღებული ინფორმაციით, ერთი ახალგაზრდა გარდაცვლილი იყო, ორის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე,…
გომისმთაზე ერთი ადამიანი გაიყინა. როგორც „რეგინფოს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით ათკაციანი სამაშველო ჯგუფი მუშაობს.
საქართველოში, ბოლო 24 საათში ჩატარებული 26 700 კვლევის შედეგად, კორონავირუსით ინფიცირების 332 ახალი შემთხვევა დადასტურდა. დღე-ღამის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 343 პაციენტი და დაფიქსირდა გარდაცვალების 12 ახალი შემთხვევა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ოზურგეთში, 1991 წელს დაბადებული დ.მ. დააკავეს, რომელსაც ბრალად გერზე სისტემატური სექსუალური ძალადობა ედება.
დღეს, 14:00 საათზე, ქუთაისის მერიაში, ნამახვანჰესის პროექტთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართება. შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ რიონის ხეობის მცხოვრებლები, რომლებიც ხეობაში ჰესების მშენებლობას ეწინააღმდეგებიან და გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრები.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ტელეკომპანია „პირველის“ ჟურნალისტების, ნოდარ მელაძისა და მაკა ჩიხლაძის მკვლელობის მომზადებაზე ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, გამოძიება დაიწყო. მელაძე და ჩიხლაძე ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებული სიუჟეტის ავტორები არიან.
ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა დოჰას ATP250 კატეგორიის ტურნირის მეოთხედფინალში შვეიცარიელი ლეგენდა როჯერ ფედერერი სამ სეტში – 3:6, 6:1, 7:5 – დაამარცხა. მატჩი საათი და 49 წუთი გაგრძელდა.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11