საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
სამეგრელოში, აბაშის მუნიციპალიტეტში 65 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით 40 წლის მამაკაცი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დანიშნულია ექსპერტიზები, ტარდება შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები.
საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მიიჩნევს, რომ სასამართლოს განჩინება, რომელიც პროკურატურას უფლებას აძლევს ტელეკომპანია „პირველში“ ამოღება განახორციელოს, დაუსაბუთებელია და ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობასა და ადამიანის უფლებათა ევროპულ სამართალს.
„საჯაროდ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოსდა პროკურატურა აპირებს ტელევიზიაში შეჭრას, არის სიცრუე და ემსახურება საზოგადოების მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანას“, – აცხადებს პროკურატურა ტელეკომპანია „პირველიდან“ მასალების ამოღების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.
კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ წევრი ორგანიზაციები ეხმაურებიან ტელეკომპანია „პირველიდან“ მასალების ამოღების თაობაზე პროკურატურის გადაწყვეტილებას და აცხადებენ, რომ გამოძიების ამ კუთხით წარმართვა აჩენს საფრთხეს, მედია პოლიტიკური ანგარიშსწორების სამიზნედ იქცეს.
ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველო კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას შაბათიდან, ეტაპობრივად მიიღებს. მინისტრის თქმით, ამ ეტაპისთვის „იუნისეფის“ მხრიდან მიღწეული იქნა შეთანხმება „ასტრაზენეკას“ ვაქცინის დაჩქარებულ მოწოდებაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, რომელმაც ტელეკომპანია „პირველიდან“ მასალების ამოღების თაობაზე პროკურატურის შუამდგომლობა დააკამყოფილა, ლაშა კლდიაშვილია. მას მოსამართლედ მუშაობის სამთვიანი გამოცდილება აქვს.
საქართველოს პროკურატურა განცხადებას ავრცელებს 9 მარტს, გურჯაანში, ოჯახური კონფლიქტის დროს ბავშვის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით. ბრალდებულ ზურაბ შავლიაშვილს დღეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 7-დან 10 წლამდე…
თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა გენერალური პროკურატურის შუამდგომლობა და საგამოძიებო უწყებას ტელეკომპანია „პირველიდან“ მასალების ამოღების ნებართვა მისცა. საქმე ეხება 6 მარტს, გადაცემაში „ნოდარ მელაძის შაბათი“ გასულ ფარულ ჩანაწერებს, სადაც ბერა ივანიშვილი,…
ციფრულად ტრანსფორმირებულ სამყაროში საბანკო ბარათით ან თუნდაც, მობილურ ტელეფონში არსებული ციფრული საფულის საშუალებით მომენტალური გადახდა აღარავის აკვირვებს. ჩვენი პირადი საფულეები სავსეა ფერად-ფერადი პლასტიკური, მათ შორის - საბანკო ბარათებით. მათი შესაძლებლობები…
გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ ოჯახური კონფლიქტის დროს 11 თვის ბავშვის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ 36 წლის ზურაბ შავლიაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11