საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრის, სოზარ სუბარის ინფორმაციით, მისმა პარტიამ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ სუბარმა „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ხელმძღვანელი, გენერალ-პოლკოვნიკი ონიკ გასპარიანი თანამდებობიდან გაათავისუფლა. ამის შესახებ ინფორმაცია სომხეთის მთავრობის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მერია ელექტრონული მუსიკის სივრცეებს და იქ დასაქმებულ 500-მდე ადამიანს 2 მილიონი ლარით დაეხმარება. ამასთან, კალაძის თქმით, ამ სექტორის უსაფრთხო აღდგენისთვის სამუშაოები ზაფხულის პერიოდში დაიწყება.
ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსზე 22 127 ტესტი ჩატარდა, რის შედეგადაც ინფიცირების 513 ახალი შემთხვევა დადასტურდა. დღე-ღამის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 96 ინფიცირებული, 12 კი გარდაიცვალა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსად ილია დარჩიაშვილი დანიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას პრემიერის პრესსამსახური ავრცელებს.
„ქართული ოცნების“ დეპუტატი თამარ ტალიაშვილი ფარულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით ბერა ივანიშვილის ინტერვიუს გამოეხმაურა.
ბერა ივანიშვილმა ტელეკომპანია „იმედისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ სოციალურ ქსელებში მის გვერდებს საქართველოდან ხშირად არეპორტებენ, რის გამოც პრობლემები ექმნება.
„ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის შვილის, ბერა ივანიშვილის განცხადებით, სატელეფონო საუბრებს, რომლის ფარული აუდიოჩანაწერები ტელეკომპანია „პირველმა“ გამოაქვეყნა და სადაც მის გარდა ირაკლი ღარიბაშვილიც ფიგურირებს, 2011 წელს ჰქონდა ადგილი. ამის შესახებ…
„მე არ ვარ იმის მომხრე, რომ აპრიორი უნდა შენდეს, ან არ უნდა აშენდეს. ეკოლოგისტებს რომ დავუთმოთ ეს ქვეყანა, არაფერი აშენდება, ფაუნა-ფლორაში ვიცხოვრებთ, მაგრამ, მეორე მხრივ, ეკონომიკა არ გვექნება. დღეს 50…
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათელა თურნავას განცხადებით, ნამახვანჰესის პროექტის საფუძვლიანი რევიზია არ იგეგმება, რადგან ის უკვე დამტკიცებულია და მთავრობას პასუხისმგებლობა აქვს აღებული.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11