weather cur horoscope tv
აპრილი 28, 2024

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური აცხადებს, რომ საბაჟო გამშვები პუნქტი „სარფის“ გავლით, თურქეთის რესპუბლიკიდან შემოტანილ 23 450 კილოგრამ კარტოფილში კარტოფილის კიბოს (Synchytrium endobioticum) არსებობა დადასტურდა.

ტყიბულის მაღაროებში ქვანახშირის მომპოვებელი კომპანიის, „საქნახშირის“ 144 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა, რის გამოც კომპანიამ წარმოების ორი კვირით შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო.

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრთან არსებულ ჯანდაცვის პლატფორმაზე გაერთიანებული ექსპერტები ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებით არსებულ ვითარებაზე მიმართვას ავრცელებენ. ისინი აცხადებენ, რომ სახელმწიფოს მხრიდან გატარებული ანტიეპიდემიური ღონისძიებები უკვე არასაკმარისია პანდემიის გავრცელების შესაკავებლად და…

ბოლო 24 საათში კორონავირუსით 45 ადამიანი გარდაიცვალა. მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, თბილისში გარდაცვლილია 18 პაციენტი, აჭარასა და იმერეთში – 9-9, ქვემო ქართლში – 5, შიდა ქართლში – 2, ხოლო…

24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3117 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა კიდევ 3638 ადამიანი, ხოლო 45 გარდაიცვალა.

ინფექციური საავადმყოფოს გენერალურ დირექტორს, თენგიზ ცერცვაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. როგორც საავადმყოფოში აცხადებენ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ალვანიდან თუშეთის მიმართულებით სამოქალაქო ავიარეისები განახლდა. სოფელ ომალოსთან დამაკავშირებელი ერთადერთი საავტომობილო გზის გახსნამდე, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი უფასო ფრენებს მოსახლეობის მოთხოვნის და ამინდის გათვალისწინებით, კვირაში ერთხელ შეასრულებს.

COVID-19–ის საეჭვო და დადასტურებულ შემთხვევათა ბინაზე მართვის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით სასწრაფო გადაუდებელი შემთხვევების მართვის ინსტრუქცია დამტკიცდა.

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ დაადასტურა ინფორმაცია, რომ ბათუმში კორონავირუსით 12 წლის ბავშვი გარდაიცვალა. ამ საკითხზე განცხადება ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში გააკეთა.

21 ნოემბერს 17 მაჟორიტარულ ოლქში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება. როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა, გიორგი სანტურიანმა განაცხადა, ბიულეტენებში დაფიქსირებული იქნება ყველა ის კანდიდატი, ვინც მეორე ტურში გადავიდა,…

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]