საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, წყალტუბოს განვითარებისთვის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის შემუშავება იწყება. სამინისტროს ცნობით, ერთ-ერთი პრიორიტეტული ამოცანა წყალტუბოსთვის კურორტის სტატუსის შენარჩუნება და ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით, მიმდებარე ტერიტორიის გეგმაზომიერი განვითარებაა.
ჩეჩნეთში ოპოზიციონერ აქტივისტს, 19 წლის ბიჭს, ბოდიშის მოხდა აიძულეს და დამამცირებელი ქმედება ვიდეოზე გადაიღეს. როგორც გამოცემა „კავკაზ.რეალიი“ წერს, ვიდეოში, რომელიც სოციალური მედიის საშუალებით გავრცელდა, ბიჭი ამბობს, რომ ხელისუფლების წინააღმდეგ განწყობილი…
თიბისიმ კომპანიების ფინანსური თუ არაფინანსური ოპერაციების კიდევ უფრო გასამარტივებლად ბიზნეს აპი შექმნა - მენეჯერული აპლიკაცია, რომელიც რამდენიმე ახალ ფუნქციას მოიცავს: ერთზე მეტი დავალების ერთი დიჯიპასით დადასტურებას, ბიზნეს ანგარიშებს შორის გადართვას…
პანკისის სათემო რადიოს და მისი დამფუძნებლის წინააღმდეგ 29 აგვისტოსა და 5 სექტემბერს გამართულ აქციებთან დაკავშირებით პანკისის უხუცესთა კავშირი განცხადებას ავრცელებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის ფოთის სამმართველოს ერთ-ერთ მეხანძრე-მაშველს კორონავირუსი დაუდასტურდა. მისი ინფიცირების წყარო ამ დროისთვის დადგენილი არ არის.
ბათუმის იუსტიციის სახლმა, თანამშრომლის კორონავირუსით დაინფიცირების შემდეგ, მუშაობა დროებით შეაჩერა. აჭარის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, რუსუდან შავიშვილის ინფორმაციით, იუსტიციის სახლის თანამშრომლის ინფიცირების წყარო ცნობილი არ არის და მის დასადგენად გაფართოებული…
საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება პანკისის სათემო რადიოსა და მისი დამფუძნებლის წინააღმდეგ სოფელ დუისში გამართულ აქციებს, რომელიც 2020 წლის 29 აგვისტოს და 5 სექტემბერს გაიმართა.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 45 ახალი შემთხვევიდან 23 აჭარას უკავშირდება.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, ქვეყანაში კორონავირუსის 45 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც საქართველოში პანდემიის დაწყების შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში წუხელ მომხდარ დაჭრასთან დაკავშირებით 27 წლის კაცი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მ.ხ. თანასოფლელის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით არის დაკავებული.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11