საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, 10 სექტემბრიდან, იუბილეები, ქორწილები, ქელეხები და სხვა სარიტუალო ღონისძიებები ღია სივრცეებშიც იკრძალება. ერთი თვით გადაიდო თეატრების, კონოთეატრებისა და ბავშვთა გასართობი…
ცაგერში, ლაშიჭალაში მეწყერი ჩამოწვა და ორი ავტომობილი მოიყოლა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, 112-ში შეტყობინების შესვლისთანავე, ადგილზე უმოკლეს დროში გამოცხადდა მეხანძრე-მაშველების 3 ეკიპაჟი. მათ ავტომობილი მეწყრული მასისგან გაათავისუფლეს და დეტალურად…
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, ადგილობრივი მოსახლეობის, ასევე ორგანიზაცია „ბათომის“ სახელით, ბათუმის ისტორიულ ნაწილში ცათამბჯენების მშენებლობასთან დაკავშირებით გაცემული ნებართვა გაასაჩივრა.
პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ ხვალ, 10 სექტემბერს, პროპორციული საარჩევნო სიის ოცეულის წარადგენს. ამის შესახებ ინფორმაცია პარტიის პრეს-სამსახურმა გაავრცელა.
ნინოწმინდის პოლიციის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ოჯახის წევრების მიმართ განხორციელებული მუქარისა და ძალადობის ბრალდებით, 1975 წელს დაბადებული ა.ი. დააკავეს.
ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 44-ით გაიზარდა, 4 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. 44 ახალი შემთხვევიდან 25 აჭარაში დაფიქსირდა.
ადვოკატ მიხეილ რამიშვილის განცხადებით, სატელიტის მიერ გადაღებულ ფოტოებზე ჩანს, რომ თამარ ბაჩალიაშვილის ავტომობილი 19 და 20 ივლისს თეთრიწყაროს რაიონში, იმ ადგილზე არ იდგა, სადაც 22 ივლისს იპოვეს.
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა“ ქვეყნის მასშტაბით მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა. როგორც პარტიის ლიდერმა, დავით თარხან-მოურავმა განაცხადა, „პატრიოტთა ალიანსის“ გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი კენჭს თბილისში, ნაძალადევის რაიონში იყრის.
გასული 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებლის - 45 შემთხვევის გამოვლენის გამო, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შემოსავლების სამსახურის აჭარის რეგიონის 3 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ინფიცირებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11