საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ბოლო დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსის 87 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 20 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის ქვეყანაში 518 აქტიური შემთხვევაა.
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა პარტიული სიის პირველი ოცეულის წარდგენისას პარტიის წევრებსა და მხარდამჭერებს სიტყვით მიმართა.
„ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის პარტიული სიის პირველი ოცეული წარადგინა. სიის ხუთეულში არიან პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და…
ქუთაისის 32-ე საჯარო სკოლაში კორონავირუსი 21 მასწავლებელს, მათ შორის დირექტორს და დირექტორის მოადგილეს, დაუდასტურდა. სკოლის დირექტორის მოადგილემ, ნათია ხაზარაძემ გამოცემა „ქუთაისი პოსტთან“ განაცხადა, რომ მასწავლებლებს ვირუსზე პირველი ტესტირება დღეს ჩაუტარდათ.
კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევის დადასტურების გამო, ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ორბელსა და ლაჯანაში პოლიციის სპეციალური ინფრასტრუქტურა და საკონტროლო პუნქტები მოეწყო. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ამ სოფლებში შემსვლელ და გამომსვლელ ყველა მოქალაქეს…
პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, კორონავირუსის გავრცელების მეორე ტალღა, რომელიც შემოდგომაზე იყო ნავარაუდები, ფაქტობრივად იწყება, თუმცა პანიკის საფუძველი არ არსებობს, რადგან ვითარება კონტროლს ექვემდებარება.
პარტია „ლელოს“ განცხადებით, გუშინ, დადიანების სასახლის ეზოში ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ალექსანდრე ახვლედიანის წარდგენის დროს, „ქართული ოცნების“ წევრებმა და მხარდამჭერებმა პროვოკაცია მოაწყეს, რაც ღონისძიების ჩაშლას ისახავდა მიზნად.
პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, დღეიდან, 10 სექტემბრიდან ამოქმედებული რეგულაცია, რომლის მიხედვითაც, იუბილეები, ქორწილები, ქელეხები და სხვა სარიტუალო ღონისძიებები იკრძალება, მოქალაქეების ჯანმრთელობის დაცვისკენაა მიმართული. გახარიას თქმით, ერთმა ქორწილმა ხუთი დამატებითი კლასტერი…
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში მცხოვრებ ახალგაზრდა ქალს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ „რეგინფოსთან“ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა, ნელი ხიზანიშვილმა განაცხადა.
აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის, რუსუდან შავიშვილის ინფორმაციით, კორონავირუსის 57 ახალი შემთხვევიდან 27 აჭარას უკავშირდება. ამ დროისთვის ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 122 ინფიცირებული პაციენტი მკურნალობს.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11