weather cur horoscope tv
ივნისი 21, 2025

გურიაში კორონავირუსი სამ ადამიანს, მათ შორის, 3 თვის ჩვილს დაუდასტურდა. რეგიონში COVID-19-ით ინფიცირების პირველი შემთხვევა გუშინ გამოვლინდა. ახალგაზრდა ქალი სავარაუდოდ ბათუმში, საკონდიტრო „დონაში“ დაავადდა, გურიაში დაბრუნებამდე კი ქორწილში იყო.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა, რის გამოც ტელევიზია დროებით დაიკეტა. მისი ეთერით საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ტრანსლირება მოხდება.

სამართალდამცავებმა ბათუმში, ყოფილი მეუღლის მიმართ ჩადენილი ოჯახში ძალადობის ბრალდებით, ძარცვისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი 29 წლის მამაკაცი დააკავეს.

2020 წლის პარლამენტის არჩევნებისთვის პოლიტიკური პარტიების რეგისტრაციის პროცესი დასრულდა. ცენტრალურ საარჩევნო კომისიას (ცესკო) არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად სულ 78-მა პარტიამ მიმართა, საიდანაც 12-ს რეგისტრაციაზე უარი ეთქვა.

ხევსურეთში, სოფელ შატილში სარემონტო სამუშაოების დროს მძიმედ დაშავებული მამაკაცი სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით თბილისში, ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს.

პარტიამ „ლელო საქართველოსთვის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები კახეთის, სამეგრელოს, ჯავახეთისა და ქვემო ქართლის 4 ოლქში წარადგინა.

თბილისში, ფილარმონიის საკონცერტო დარბაზთან, კლუბ „დეჟავუში“ მომხდარი აფეთქების შედეგად, დაშავდა 3 ადამიანი, ერთი მამაკაცი კი მიღებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს.

თბილისში, ფილარმონიასთან მდებარე ერთ-ერთ დაწესებულებაში აფეთქება მოხდა. შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა - დაიღუპა ერთი ადამიანი, ხოლო სულ მცირე ორი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ადვოკატ ტარიელ მურმანიშვილის განცხადებით, „ქართული ოცნებიდან“ ახალქალაქი-ნინოწმინდის მაჟორიტარ დეპუტატს, ენზელ მკოიანის სატელეფონი ზარების მეშვეობით ისევ ემუქრებიან და 5 მილიონ აშშ დოლარს სთხოვენ.

პროკურატურის განცხადებით, საბოლოო ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ორგანიზმში წნევის, ტკივილგამაყუჩებელი და საძილე პრეპარატების შემცველი ნივთიერებები აღმოჩნდა. პროკურატურის განცხადებით, ამავე დასკვნით, გარდაცვლილის ორგანიზმში აღმოჩენილი მედიკამენტების ოდენობა ასეულებით აღემატება…

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]