საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
საქალაქთაშორისო მიმოსვლის აღდგენასთან ერთად მოქალაქეებისთვის მგზავრობის ახალი ტარიფი ამოქმედდა. მიუხედავად საწვავის გაიაფებისა, მგზავრობის ფასი საშუალოდ 5 ლარამდეა გაზრდილი და რეგიონების მიხედვით განსხვავდება.
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, საქართველოს სამი მოქალაქე, რომლებიც 6 ივნისს, ე.წ. საზღვრის უკანონოდ კვეთის ბრალდებით დააკავეს, საგამოძიებო იზოლატორში იმყოფებიან.
„ადამაინის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრი“ (EMC) სახელმწიფოს უსაფრთხო შრომის უზრუნველყოფისკენ მოუწოდებს. არასამთავრობო ორგანიზაცია გამოეხმაურა 7 და 8 ივნისს, ბათუმსა და მარნეულში, მშენებლობაზე, სამუშაოს შესრულებისას მუშების გარდაცვალების შემთხვევებს.
„ძირითადი, რაც დისკომფორტს შეუქმნის ჩვენს აბიტურიენტებს, ალბათ იქნება მაინც განიავების პრობლემები“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ 2020 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით.
აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, რომელმაც 80 მილიონ ლარზე მეტის ინვესტიცია განახორციელა, ქუთაისის 200 ათასზე მეტ მცხოვრებს სასმელი წყალი უწყვეტად, 24-საათიან რეჟიმში მიეწოდება.
2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები 6 ივლისს დაიწყება. გამოცდებში მონაწილეობას 55 ათასზე მეტი აბიტურიენტი მიიღებს. სამაგისტრო გამოცდები პირველიდან 4 აგვისტოს ჩათვლით ჩატარდება, ხოლო სტუდენტთა საგრანტო კონკურსი - 25 ივლისს.
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ დერცელის მცხოვრებლებმა, საზაფხულო საძოვრებზე გადარეკვის წინ, საქონელი ფერადი საღებავებით შეღებეს და ჭრელი აქსესუარებით მორთეს. ტრადიციული რიტუალი, რომელიც ახლახანს შესრულდა, ფოტოებზე ორგანიზაცია GBDC Fert-მა აღბეჭდა.
მიმდინარეობს განაცხადების მიღების მეორე ეტაპი გერმანიის ფედერაციული მთავრობის მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში, რომელიც 18 ივნისამდე გაგრძელდება. იძულებით გადაადგილებული პირებისთვის დასავლეთ საქართველოში 100, ხოლო შიდა ქართლის რეგიონში 22 სახლის აშენება იგეგმება. მშენებლობის დასრულების…
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის პარლამენტის სპიკერის, ალან ტადტაევის განცხადებით, ცხინვალის გამოსასწორებელი კოლონიის უფროსი ოთარ მარგიევი თანამდებობას ჩამოაშორეს და მის სამსახურეობრივ საქმიანობასთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას „ეხოკავკაზა“ ავრცელებს.
აჭარის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს თანამშმრომლებმა დიდი ოდენობით საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის ბრალდებით, შპს „ორბიტას“ დირექტორი მ.კ. დააკავეს.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11
reginfo.ge@gmail.com