weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

COVID-19-ით დაინფიცირებული ან საეჭვო პაციენტის გარდაცვალების შემთხვევაში, ცხედარი სპეციალური წესების დაცვით უნდა დაიკრძალოს. აღნიშნულს ჯანდაცვის მინისტრის 2020 წლის 25 მარტის ბრძანება არეგულირებს.

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში დღეს, დილით გარდაიცვალა 79 წლის ქალი ქვემო ქართლიდან, რომელიც კორონავირუსით იყო ინფიცირებული. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, პაციენტს მძიმე თანმხლები დაავადებები ჰქონდა.

ფინკა ბანკმა სპეციალური საშეღავათო პირობები იმ მომხმარებლებს შესთავაზა, რომელთა შემოსავლებსა და საქმიანობაზეც ქვეყანაში შექმნილმა მდგომარეობამ უარყოფითად იმოქმედა. ამის შესახებ ბანკმა განცხადება 19 მარტს გააკეთა.

საქართველოს პარლამენტის წევრი გია ჟორჟოლიანი შედარებით მაღალი შემოსავლების მქონე ადამიანებისთვის, დროებით, 1 წლის ვადით ახალი გადასახადის შემოღების ინიციატივით გამოვიდა. მისი განცხადებით, 3 ათასი ლარიდან 6 ათას ლარამდე შემოსავლის მქონე ადამიანებს,…

შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 29 მარტიდან 2 აპრილის ჩათვლით, სამართალდამცავებმა საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 1434 ფაქტი გამოავლინეს. აქედან 1421 ფიზიკური, 14 კი იურიდიული პირია. ჯარიმის სახით ამოსაღები თანხა 4.5 მილიონ…

საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმმა დღეს, 3 აპრილს გამართულ სხდომაზე, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილი აირჩია. კიკილაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში მაია კოპალეიშვილი შეცვალა, რომელსაც უფლებამოსილების ათწლიანი ვადა 2019…

12 წლის წინ, ატმის დაბერებული ხეები მოჭრა და ბოსტანში ტიტა დარგო. „მეზობლები გაკვირვებულები დარჩნენ, ვინ მარწყვს ამრავლებდა, ვის ბოსტნეული მოჰყავდა და მე ტიტა რომ დავრგე, მეუბნებოდნენ, საიდან მოიგონეო. რაც ატამი…

საქართველოს პროკურატურამ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის და სოციალური დისტანციის დაცვის მიზნით, პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი იმ ბრალდებულებისთვის, რომელთაც სატელეფონო კომუნიკაცია ბრალდების მხარის მიერ აქვთ შეზღუდული, სატელეფონო ზარების განხორციელების შესაძლებლობა დაუშვა.

ქალაქ რუსთავის საკრებულოს ერთ-ერთ წევრს ლაბორატორიული შემოწმების შედეგად კორონავირუსი დაუდასტურდა. მანამდე კორონავირუსი აღმოაჩნდა საკრებულოს წევრის დედას, რომელიც ეროვნული ბანკის ინფიცირებული თანამშრომლებიდან ერთ-ერთია. კორონავირუსი აქვს საკრებულოს წევრის მამასაც.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ეკლესიის წინამძღვრებს რეკომენდაცია მისცა, ხვალიდან, 4 აპრილიდან, ლოცვები 16:00 საათზე დაიწყოს და 20 საათზე ეკლესიები დაიკეტოს.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]