weather cur horoscope tv
მაისი 01, 2024

სოციალური დისტანციის წესის დარღვევისთვის ზუგდიდში მოქალაქე ლადო აბსანძე და მისი შვილი პოლიციელებმა 3000 ლარით დააჯარიმეს. ლადო აბსანძის თქმით, შვილთან ერთად სუპერმარკეტთან რიგში იდგა, რა დროსაც პოლიციელებმა მას სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინეს.

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 30 მარტის N204 დადგენილებით, შეიზღუდა ეკონომიკური საქმიანობა, მათ შორის საგანგებო მდგომარეობის ვადით შეჩერდა ონლაინვაჭრობა, გარდა საკვები პროდუქტების მიტანის მომსახურებისა (ე.წ. „დელივერი სერვისი“).

„სოკარ ჯორჯია გაზის“ განცხადებით, იმ აბონენტებს, რომელთაც უკვე გადაიხადეს მარტის თვის გადასახადი და მოხმარებული ჰქონდათ ბუნებრივი აირი არაუმეტეს 200 მ3-სა, მთავრობის მიერ გამოყოფილი სუბსიდიის თანხა პირად ბარათზე აესახებათ.

„კრიმინალი მომატებული არ არის. ეს არის ცრუ ინფორმაციები. ერთეული შემთხვევები იყო და მთლიანი სტატისტიკით, ბევრად დაკლებულია რიცხვები. 3-ჯერ მეტი პოლიციელია გამოსულ დღეს, ადრე თუ იყო 10 პოლიციელი ერთ ობიექტზე, დღეს…

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა ბონდო სოფრომაძემ თანამდებობის დატოვების შესახებ საკრებულოს დღეს მიმართა. გადადგომამდე მერმა პირველი მოადგილე მანუჩარ ფანჩულიძე გაათავისუფლა და მის ადგილას ლაშა გოგიაშვილი დანიშნა.

ონლაინ კაზინოების პროვაიდერმა კომპანიამ, „ევოლუშენ გეიმინგმა“ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში 3 000 დასაქმებულიდან ნაწილი არაანაზღაურებად შვებულებაში გაუშვა, ხოლო 1 300-მდე დასაქმებული (თამაშის წარმდგენი და ბანქოს მჩეხავი) სამსახურიდან დაითხოვა.

#თიბისიშენთვის ქართულ ბიზნესებს მათი საქმიანობის გასამარტივებლად სხვადასხვა ინიციატივას სთავაზობს.

კორონავირუსის გამო მთავრობის მიერ დაწესებული შეღავათის ფარგლებში, დღევანდელი მონაცემებით, ელექტროენერგიის გადასახადი 1 200 000 ოჯახს, ბუნებრივი აირის კი 671 000 აბონენტს დაუფინანსდება. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ვიცე-პრემიერმა მაია…

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე კორონავირუსზე შემოწმების ახალი წესი დამტკიცდა, რომლითაც გაფართოვდა იმ პირთა წრე, ვისაც ტესტირება ჩაუტარდება. ახალი პროტოკოლის თანახმად, ტესტირება ჩაუტარდებათ იმ…

მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოს მასშტაბით, ყველას, ვინც მოიხმარს 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიას და 200 მ3-ზე ნაკლებ ბუნებრივ აირს, კომუნალური გადასახადი 3 თვის განმავლობაში სრულად დაუფინანსდება.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]