საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
12 აგვისტოს, დილის 10:00 საათიდან 16:00 საათამდე, ყაზბეგში, ადგილობრივ საავადმყოფოში, გულიკო ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმები უფასო გამოკვლევებს ჩაატარებენ.
გორის გვირაბთან მომხდარი ავარიის საქმეზე, რომლის შედეგადაც 21 წლის ბექა ხახუბია გარდაიცვალა, საპატრულო პოლიციის შიდა ქართლის სამმართველოს სამ თანამშრომელს პროკურატურამ ბრალი წაუყენა.
სამეგრელოში, ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩასთან, რომელიც საოკუპაციო ხაზთან მდებარეობს, რუსმა სამხედროებმა მავთულხლართები გაავლეს. სოფელში გამგებლის წარმომადგენლის, ბადრი ხუჯგურუას თქმით, სოფლის მცხოვრებლებმა 2 ჰექტარზე მეტი მიწა დაკარგეს.
2017 წლის პირველ ექვს თვეში საქართველოში შემოსვლაზე უარი სულ 2 922 მოქალაქეს ეთქვა. შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემების თანახმად, საზღვრიდან ყველაზე მეტჯერ - 571-ჯერ, ინდოეთის მოქალაქეები გააბრუნეს.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დიდი ოდენობით საქონლის აქციზური მარკის გარეშე გადაზიდვა-რეალიზაციის ბრალდებით თბილისში ერთი პირი დააკავეს. ამოღებულია უაქციზო ალკოჰოლური სასმელი, რომლის საერთო ღირებულება 8 736 ლარია.
რუსი სამხედროების მიერ ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისთვის წალენჯიხის რაიონში დაკავებული უჩა სამუშია გათავისუფლებულია. ის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 9 აგვისტოს, სოფელ პალურში, მდინარე ენგურთან მაშინ დააკავეს, როდესაც თევზაობდა.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 5 წევრის - კახა ბექაურის, ვახტანგ აბაშიძის, ელისო ასანიძის, გიორგი ფრუიძისა და მერაბ ქათამაძის ხელფასმა 2016 წელს ჯამში 1 183 150 ლარი შეადგინა, რაც თითოეულ წევრზე თვეში საშუალოდ…
ზუგდიდის რაიონის სოფელ ტყაიაში რუსმა სამხედროებმა ამავე სოფელში მცხოვრები თენგიზ მიქავა დააკავეს. ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო „ლაივპრესს“ ცნობით, საქართველოს მოქალაქე ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით თევზაობის დროს დააკავეს.
თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მოტოციკლის მძღოლი გარდაიცვალა.
დაბა მესტიაში, თამარ მეფის ქუჩა 15 ა-ში საქონლის ვეტერინარული სასაკლაო გაიხსნა. მესაქონლეები ვალდებულები არიან ისარგებლონ აღნიშნული მომსახურების სერვისით. კანონის მიხედვით არ შეიძლება ხორც–პროდუქტების რეალიზაცია, რომლებსაც არ აქვს ვარგისიანობის დამადასტურებელი დოკუმენტი…
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11