საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხული ქეთევან დედოფლის ნეშტის ნაწილები საქართველოს 6 თვით დაუბრუნდება. კულტურის სამინისტროს ცნობით, ეს გადაწყვეტილება ინდოეთთან ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად მიიღეს.
სამართალდამცავებმა ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1973 წელს დაბადებული ვ.ლ., განზრახ მკვლელობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებულმა მკვლელობა დღეს ჩაიდინა.
თუშეთიდან მომავალ ავტომობილს, რომლითაც რუსი ტურისტები მგზავრობდნენ, მთიდან ჩამოვარდნილი ლოდი დაეცა. "ტოიოტას" მარკის ავტომანქანა სერიოზულად დაზიანდა, თუმცა მგზავრებიდან არავინ დაშავებულა. შემთხვევა ფშაველი-აბანო-ომალოს გზის 56-ე კილომეტრზე შუადღეს მოხდა.
ათასწლეულის გამოწვევის ფონდის პროექტის „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ ფარგლებში, საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტში ახალი სასწავლო წლიდან სამი ახალი მოდულური პროგრამა ამოქმედდება, რომელიც ევროპის ავიაციის უსაფრთხოების სააგენტოს (EASA) მოთხოვნების შესაბამისად შემუშავდა.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ზემო ლარსის გამშვებ პუნქტზე სატვირთო ავტომანქანების მძღოლებისთვის შექმნილ შეფერხებებს გამოეხმაურა. მთავრობის დღევანდელ სხდომაზე კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ შეფერხებები ტურისტების გაზრდილი ნაკადის გამო შეიქმნა. მან შინაგან საქმეთა და ჯანდაცვის სამინისტროებს რიგში…
13 აგვისტოს გურიის კურორტ გომისმთაზე "გომისმთობა 2017" გაიმართება. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფორმაციით, დაგეგმილა კულტურული და სპორტული ღონისძიებები.
კახეთში უკანონო სამეწარმეო საქმიანობაში ორი მეწარმე სუბიექტი ამხილეს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, აღნიშნული მეწარმეები, დამატებითი შემოსავლის მიღების მიზნით, თელავსა და ლაგოდეხში მდებარე მათი კუთვნილი აფთიაქებიდან, სანებართვო და სალიცენზიო პირობების…
"საქართველოს რკინიგზის" კახეთის რეგიონის თანამშრომლები უჩა ხვთისიაშვილი, ვახტანგ ცისკარიშვილი და აკაკი ჭარელიშვილი შიმშილობის დაწყებას გეგმავენ. ისინი "საქართველოს რკინიგზის" ხელმძღვანელობის გადაწყვეტლებას აპროტესტებენ, რომლის საუძველზეც რამდენიმე დღის წინ სამსახურიდან გაათავისუფლეს.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ პალურში, საოკუპაციო ხაზთან ადგილობრივი მკვიდრი 31 წლის უტა სამუშია რუსმა სამხედროებმა დააკავეს. მუნიციპალიტეტის გამგებელის ბესიკ ფიფიას ინფორმაციით, სამუშია თევზაობის დროს გაიტაცეს.
გურიაში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ მამათში საქართველოს მეორე პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის მემორიალური სახლ-მუზეუმის გახსნა იგეგმება. სახლ-მუზეუმის გახსნის ინიციატორი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოა.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11