საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „ჯეოსელს“ 30 000 ლარის ოდენობით ჯარიმა დააკისრა. ეს გადაწყვეტილება კომისიამ კომპანია „სისტემ ნეტსა“ და „ჯეოსელს“ შორის არსებული დავის განხილვის შედეგად მიიღო.
მთაწმინდის ფერდობზე წუხელ გაჩენილი ხანძრის შედეგად ორ ჰექტრამდე ტერიტორია დაიწვა. ტყის მასივზე მოდებული ცეცხლის სრულად ჩაქრობა მეხანძრეებმა გვიან ღამით შეძლეს.
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-9 წლისთავზე, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ ერგნეთში „2008 წლის აგვისტოს მუზეუმი“ გაიხსნა. მუზეუმში, რომელიც ომს გადარჩენილი სახლის სარდაფში მდებარეობს, ომის ამსახველი ფოტომასალა და ოკუპირებული სოფლებიდან წამოღებული…
თელავის რაიონულმა სასამართლომ განზრახ მკვლელობისა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისთვის სოფელ ნაფარეულში მცხოვრები გ.ძ. დამნაშავედ სცნო. საქმე ეხება მიმდინარე წლის მარტში სოფელში მომხდარ მკვლელობას.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ლიტვაში იმყოფება. მან ქალაქ ვილნიუსში რუსეთის საელჩოს წინ გამართულ აქციაში მიიღო მონაწილეობა და რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარება გააპროტესტა.
სამართალდამცავებმა ზუგდიდის რაიონში, განმუხურსა და ანაკლიაში, სადაც ელექტრონული მუსიკის ფესტივალი, GEM fest-ი იმართება, ნარკოდანაშაულისთვის ორი ადამიანი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ანაკლიაში დაკავებულია ირანის მოქალაქე, 1978 წელს დაბადებული ფ.ა., ხოლო…
ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში ორი ახალგაზრდა კაცის გვამი იპოვეს. „აჭარის ტელევიზიის“ ცნობით, ახალგაზრდები 4-5 დღის გარდაცვლილები არიან. სავარაუდოდ, ისინი ბათუმში დასასვენებლად იყვნენ ჩასულები.
ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიჯგორში 12 წლის ბავშვი მდინარე მტკვარში დაიხრჩო. უბედური შემთხვევა გუშინ მოხდა. მყვინთავებმა ბავშვის ცხედარი დღეს გამთენიისას იპოვეს.
2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომიდან 9 წელი გავიდა. ომში დაიღუპა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი.
ლაგოდეხის რაიონის სოფელ შეერთებაში 7 აგვისტოს გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. მუნიციპალიტეტის გამგებლის, კახა ჯამბურიას ინფორმაციით, დამწვარია დაახლოებით 4 ჰექტარი ტერიტორია. მისივე თქმით, ადგილზე რჩება ორი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი, რათა ცეცხლის კერების ხელახალი…
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11