weather cur horoscope tv
სექტემბერი 29, 2023

საზოგადოება

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი ზურაბ ბუჩუკური თანამდებობიდან გაათავისუფლეს. „რუსთავი 2“ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ბუჩუკური სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელმა, ანზორ ჩუბინიძემ დაიბარა და უთხრა, რომ თანამდებობა უნდა…

არასამთავრობო ორგანიზაციები 29 მაისს, საღამოს, თბილისიდან აზერბაიჯანელი აქტივისტისა და ჟურნალისტის აფგან მუხთარლის სავარაუდო იძულებითი გაუჩინარების ფაქტზე განცხადებას ავრცელებენ, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

31 მაისს, ოთხშაბათს, 11:00 საათზე, საქართველოს მთავრობის კანცელარიის წინ, ჟურნალისტები საპროტესტო აქციას გამართავენ თბილისიდან გაუჩინარებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტისა და აქტივისტის აფგან მუხთარლის მხარდასაჭერად.

აზერბაიჯანელ აქტივისტსა და ჟურნალისტს აფგან მუხთარლის, რომელიც გუშინ თბილისში გაუჩინარდა, დღეს, ბაქოში, აზერბაიჯანის სახელმწიფო სასაზღვრო სერვისის საგამოძიებო განყოფილებაში მიაკვლიეს. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ხადიჯა ისმაილოვა ავრცელებს.

შინაგან საქმეთა მინისტრმა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად ალექსანდრე ხვადაგიანი დანიშნა.

საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი 2017 წლის სექტემბრიდან განახორციელებს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს შემდეგი მიმართულებით: კომერციული პილოტი, საჰაერო ხომალდებისა და საავიაციო ძრავების მომსახურების ავიატექნიკოსი (B1) და საჰაერო ხომალდების ავიონიკის მომსახურების ავიატექნიკოსი (B2).

თბილისში აზერბაიჯანელი აქტივისტი და ჟურნალისტი აფგან მუხთარლი გაუჩინარდა. აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, მუხთარლის ახლობლები შიშობენ, რომ შესაძლოა ის აზერბაიჯანის მთავრობამ დააკავა.

თბილისში, პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე მშენებარე კორპუსიდან მუშა გადმოვარდა და გარდაიცვალა. „რუსთავი 2“ თვითმხილველებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ 35 წლის მამაკაცი მე-9 სართულის ხარაჩოდან დღეს დილით გადმოვარდა.

ყვარლის რაიონის სოფელ ახალსოფელში მე–9 კლასელმა გოგონამ თავი მოიკლა. ბავშვის ცხედარი დღეს დილით, ეზოში, ოჯახის წევრებმა ნახეს. თვითმკვლელობის მიზეზი უცნობია.

გურჯაანში, კალოსუბანში მცხოვრებ ეხვაიძეების ოჯახს 3 ძროხა მოპარეს. დაზარალებულის თქმით, ქურდებმა ძროხები საცხოვრებელი სახლის ეზოში მდებარე ბოსელიდან გაიყვანეს. მათივე თქმით, პოლიციას მომხდარიდან მეორე დღეს მიმართეს, თუმცა ამ დრომდე არავინ დაუკავებიათ.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]