weather cur horoscope tv
ოქტომბერი 27, 2024

საზოგადოება

დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მლეთაში, ლომისობის დღესასწაულზე ორი ადამიანი დაშავდა. როგორც „რეგინფოს“ სოფელში გამგებლის წარმომადგენელმა თენგიზ ბედოიძემ უთხრა, ახალგაზრდა მამაკაცს ფეხი აქვს მოტეხილი.

„ვინც საატესტატო გამოცდები ვერ ჩააბარა, იმ ბავშვებს ელით ბედნიერი ცხოვრება, იმიტომ, რომ დასაქმება პროფესიულ განათლებაში არის გაცილებით უფრო მაღალი“, - ამის შესახებ განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ „რეალურ სივრცეში“ განაცხადა. მისი…

ახმეტის გამგებელმა ბექა ბაიდაურმა მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული 77 101 კვ.მ სახნავი მიწის ნაკვეთი 49-წლიანი იჯარით გადასცა თავის ახლობელს, გამგეობის წამყვან სპეციალისტ ლევან უძილაურს, რაზეც საკრებულოსგან თანხმობა არ ჰქონდა. Reginfo-ს მიერ ინფორმაციის…

დემირელის სკოლის მენეჯერის, თურქეთის მოქალაქის მუსტაფა ემრე ჩაბუქის მხარდასაჭერად, თბილისში, მთავრობის კანცელარიასთან საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა ჩაბუქის წინასაექსტრადიციო პატიმრობიდან გათავისუფლება და მისთვის საქართველოში თავშესაფრის მიცემა მოითხოვეს.

თბილისში, რუსთაველის გამზირზე 24 იანვარს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის საქმეში ბრალდებულს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და მართვის უფლება 3 წლის ვადით ჩამოერთვა.

შილდაში 27 ძროხა მოიპარეს

სამშაბათი, 06 ივნისი 2017 14:06

ყვარლის რაიონის სოფელ შილდაში მცხოვრებ დავით ელიოზაშვილს 27 ძროხა მოპარეს.  როგორც დაზარალებულმა „რეგინფოს“ უთხრა, ძროხები სახლთან ახლოს მდებარე ფერმიდან  წუხელ გვიან ღამით გაიყვანეს.

კახა ბუხრაძე საპატრულო პოლიციის აჭარის სამმართველოს უფროსის თანამდებობიდან გაათავისუფლეს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბუხრაძე როტაციის წესით, საპატრულო პოლიციის ქვემო ქართლის სამმართველოს უფროსად გადაიყვანეს.

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე ჟურნალისტებმა აზერბაიჯანელი კოლეგის აფგან მუხთარლის სოლიდარობის ნიშნად თავზე ტომრები ჩამოიცვეს. მათ ხელში ეკავათ ფურცლები წარწერით „არ შეგრჩებათ“.

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდალში მდებარე ერთ-ერთ მაღაზიას გუშინ, გვიან ღამით, უცნობი პირები თავს დაესხნენ. მაღაზიის მფლობელების განცხადებით, თავდამსხმელებს ფულის წაღება უნდოდათ, ხელკეტებით იყვნენ შეიარაღებულნი და მაღაზიაში მყოფ ადამიანებს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

სირიაში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე, პანკისის ხეობის სოფელ დუისის მკვიდრი 25 წლის მუხმად ბაღაკაშვილი დაიღუპა. ინფორმაცია მისი გარდაცვალების შესახებ ოჯახის წევრებს პანკისში 05 ივნისს, გვიან საღამოს შეატყობინეს.

კვირის პოპულარული

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]