weather cur horoscope tv
ოქტომბერი 27, 2024

საზოგადოება

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 11 რაიონულ სასამართლოში თავმჯდომარეები აირჩია. დღეს გასაუბრება სულ 12-მა კანდიდატმა გაიარა, საიდანაც 11 სასამართლოს თავმჯდომარედ, ერთი კი პალატის თავმჯომარედ გამწესდა. კანდიდატებმა საბჭოს წევრების ერთპიროვნული მხარდაჭერა მიიღეს.

შიდა ქართლში გუშინ მომხდარ სამ ავტოსაგზაო შემთხვევას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა. ხაშურის მუნიციპალიტის სოფელ გომთან ერთმანეთს „მერსედესის“ და „ოპელის“ მარკის ავტომანქანები შეეჯახნენ, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი მძიმედ დაშავდა.

მთაში ძლიერი წვიმის შედეგად საგარეჯოს რაიონის სოფლებში თოხლიაურსა და ანთოკში ხევები ადიდდა, რის შედეგადაც სოფელ თოხლიაურში რესტორანი „ფაცხები“ დაიტბორა. მდინარეებიდან გადმოსულმა წყალმა ბაკურციხე–საგარეჯო-თბილისის საავტომობილო გზაც დატბორა და ავტომობილების მოძრაობა შეაფერხა.…

ქალაქ გორში, ჭალის დასახლებაში 3 ივნისს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 10 წლის ბიჭი დაიღუპა. Qartli.ge-ს ინფორმაციით, ბავშვი ველოსიპედით მოძრაობდა, როდესაც „მერსედესის“ მარკის ავტომანქანა დაეჯახა.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვაბისხევში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად, გორის მესამე საჯარო სკოლის მასწავლებელი, 57 წლის თამარ გოზალიშვილი დაიღუპა. როგორც „რეგინფოს“ ქვაბისხევში გამგებლის წარმომადგენელმა გურამ მაისურაძემ უთხრა, ექსკურსიაზე მყოფი მასწავლებელი კლდიდან,…

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით,  სოფლისა და ქალაქის სკოლების მოსწავლეების საატესტატო გამოცდების შედეგებში დიდი განსხვავებაა. მისივე თქმით, ასევე ნათლად გამოჩნდა, რომ სოფლის სკოლებში პედაგოგების პრობლემაა საბუნებისმეტყველო მიმართულებით.

გურჯაანის რაიონის სოფელ კარდენახში, ავტოსატრანსპორტო შემთხვევის შედეგად 80 წლის ქალი დაიღუპა. როგორც „რეგინფოს“ გამგებლის წარმომადგენელმა განუცხადა, ქვეითად მოსიარულე ქალბატონს „ჰიუნდაის“ მარკის ავტომანქანით ამავე სოფელში მცხოვრები 20 წლის მამაკაცი დაეჯახა. ქალი…

თბილისში, ჰეიდარ ალიევის სანაპიროზე მდებარე აზერბაიჯანის მესამე პრეზიდენტის, ჰეიდარ ალიევის მემორიალს უცნობმა პირებმა წითელი საღებავი შეასხეს. შემთხვევა სავარაუდოდ, გვიან ღამით მოხდა.

სიღნაღის რაიონის სოფელ საქობოში ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი დაიწვა. როგორც „რეგინფოს“ გამგებლის წარმომადგენელმა განუცხადა, ხანძრის შედეგად მთლიანად განადგურდა საყოფაცხოვრებო ნივთები და ავეჯი. ხანძრის დროს სახლში 55 წლის ქალი მარტო იმყოფებოდა, თუმცა…

ახმეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის მთავარი სპეციალისტი, გ. გ-შვილი 2017 წლის 2 მარტს ნარკოტიკული საშუალების განმეორებითი უკანონო მოხმარებისთვის გაასამართლეს. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს განაჩენით მას საჯარო სამსახურში მუშაობა 3 წლით აეკრძალა,…

კვირის პოპულარული

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]