საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
ქუთაისში, კლინიკა „ბომონდში“ კორონავირუსით გარდაიცვალა 28 წლის ქალი, რომელიც 7 თვის ორსული იყო. კლინიკის რანიმაციული განყოფილების უფროსის, ტარიელ კუხიანიძის განცხადებით, ქალი სამედიცინო დაწესებულებაში 30 ივლისს, ორმხრივი პნევმონიითა და სუნთქვის უკმარისობით…
„გუშინ ჩვენ გვქონდა კოვიდ საბჭო, დეტალურად გავნვიხილეთ ყველა შესაძლებლობა და კვლავაც ვჯერდებით იმაზე, რომ დარგების ჩაკეტვა, საზღვრების ჩაკეტვა, ტურიზმის შეჩერება, სარესტორნო-სასტუმრო ბიზნესის გაჩერება ამ ზაფხულის სეზონში გამოიწვევს ძალიან დიდ დარტყმას…
საქართველოს პროკურატურამ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროს სსიპ „პროგრამებისა და სერვისების სააგენტოს“ უფროსი ირაკლი დარცმელია დააკავა.
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ამ ეტაპზე სავალდებულო ვაქცინაციაზე მსჯელობა არ მიმდინარეობს, თუმცა ეკატერინე ტიკარაძე არ გამორიცხავს, დადგეს მომენტი, როდესაც გარკვეული სეგმენტისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა სავალდებულო იქნება.
გამოცემა The New York Times-ის კორონავირუსის მსოფლიო რუკის მიხედვით, ბოლო შვიდ დღეში 100 ათას სულ მოსახლეზე ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობით საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზეა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, სამედიცინო პერსონალის 46%-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩატარებული აქვს, სკოლის მასწავლებლებს შორის კი 24-დან 30%-მდეა აცრილი.
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ჩატარებული 44 536 ტესტის შედეგად, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 5697 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამავე პერიოდში გარდაიცვალა 54 ინფიცირებული.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, განიხილება „აცრის მარათონის“ ჩატარება, რომელშიც მონაწილეობას ერთდროულად დაახლოებით 40-60 ათასი ადამიანი მიიღებს.
ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას ინფორმაციით, კორონავირუსის საწინააღმდეგო „ფაიზერის“ ვაქცინის მეორე დოზით აცრა 15 აგვისტოდან დაიწყება, რეგისტრაციის დაწყებასთან დაკავშირებით კი დამატებითი განცხადება გაკეთდება.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, აჭარაში და განსაკუთრებით ბათუმში ეპიდვითარება გართულებულია, ამიტომ ყველა კანონით აკრძალული ღონისძიება უმკაცრესად გაკონტროლდება.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11