საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
პროფკავშირების ახალგაზრდული ორგანიზაციის განცხადებით, „თბილსერვის ჯგუფის” თანამშრომელთა გაფიცვა გრძელდება, ხოლო კომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ დასაქმებულთა ნაწილმა მუშაობა განაგრძო, სიმართლეს არ შეესაბამება. გაფიცულები აქციის გამართვას ხვალაც აპირებენ.
არასამთავრობო ორგანიზაცია „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ კომპანია „თბილსერვის ჯგუფის“ გაფიცულ თანამშრომლებს სოლიდარობას უცხადებს და შრომის ინსპექციას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ შეამოწმოს დასაქმებულთა სამუშაო პირობები, „თბილსერვისს“ და თბილისის მერიას კი – შეისწავლოს პროტესტის მონაწილეთა…
თბილისის ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის შეფასებით, დასუფთავების სამსახურში დასაქმებულების პროტესტი, რომელიც დილიდან მიმდინარეობს, უკანონოა და საბოტაჟს წარმოადგენს. როგორ ხმალაძე ამბობს, „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა თითოეულ მათ პრეტენზიაზე პასუხი იცოდნენ.
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალქალაქში ორი ადამიანის დაჭრისა და ერთის მკვლელობის საქმეზე 1995 წელს დაბადებული ლ.ხ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულს ბრალად განზრახ მკვლელობა ედება.
კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მუზეუმის შენობა უნდა აღდგეს და ამისთვის საჭირო თანხა მომავალი წლის ბიუჯეტში აისახება.
ბორჯომში, „ჯეო ჰოსპიტალსის“ სამედიცინო ცენტრში გარდაიცვალა 40 წლამდე მამაკაცი, რომელსაც ჭრილობები ჰქონდა მიყენებული. ექიმების ინფორმაციით, პაციენტი დაწესებულებაში სასწრაფო სამედიცინო დახმარებას არ მიუყვანია.
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო შეზღუდვების გამკაცრებასთან დაკავშირებით, სამშაბათს, 10 აგვისტოს იმსჯელებს. ტიკარაძის ინფორმაციით, საბჭოზე წარდგენილია რეკომენდაცია, რომ გარე სივრცეში პირბადის ტარება კვლავ სავალდებულო გახდეს.
ქურციკების პოპულაციის აღდგენის ხელშეწყობის მიზნით, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, სამუხის ველზე, გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა 2022 წლის პირველ მარტამდე აიკრძალა. შესაბამისი ბრძანება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა გამოსცა.
თბილისში, დასუფთავების სამსახურის თანამშრონელთა ნაწილი სამსახურში არ გავიდა და დილიდან, კომპანია „თბილსერვის ჯგუფის“ ოფისთან საპროტესტო აქციას მართავს. ისინი ხელფასის მომატებას ითხოვენ. აქციის ერთ-ერთი მონაწილის თქმით, სამუშაო საათები გაეზარდათ, ხელფასი კი…
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ჩატარებული 41 907 ტესტის შედეგად, კორონავირუსით ინფიცირების 3780 ახალი შემთხვევა დადასტურდა. დადებითობის დღიური მაჩვენებელი 9.02%-მდე გაიზარდა, ბოლო 14 დღის მაჩვენებელი 8.05%-ია, ხოლო ბოლო 7 დღის – 8.98%.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11