საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ჟურნალისტმა და გადაცემა „პოსტსკრიპტუმის“ წამყვანმა, გურამ როგავამ დატოვა. ჟურნალისტი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში მაყურებელს ბოდიშს უხდის იმის გამო, რომ „ვერ დააბრუნა „პოსტსკრიპტუმი“, რომლის ამბიციაც იყო ეჩვენებინა შეუნიღბავი…
შიდა ქართლის საპატრულო პოლიციის თანამშრომელი თამაზ ჯოხაძე ამბობს, რომ განცხადების დაწერას და სამსახურიდან წასვლას სთხოვენ. პოლიციელმა Facebook-ზე LIVE ვიდეო ხელმძღვანელების კაბინეტში ჩართო და თქვა, რომ სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზს ვერ უსახელებენ.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის თქმით, მისთვის მიუღებელი იყო ის სუფრა, რომელიც ოლიმპიური ჩემპიონის, ლაშა ბექაურის პატივსაცემად გაშალეს და რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც ესწრებოდა.
საქართველოს საპატრიარქო კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაციასთან დაკავშირებით კათოლიკოს-პატრიარქის განცხადებას ავრცელებს. ილია მეორე ამბობს, რომ აიცრება თუ არა ის, არ შეიძლება განმსაზღვრელი იყოს სხვებისთვის. მისივე თქმით, აუცრელობის შემთხვევაში არ უნდა ხდებოდეს ერთმანეთის განკითხვა.
ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ჰოსპიტალურ სექტორს მაქსიმუმ 8000 საწოლის გამოყოფა შეუძლია კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებისთვის. როგორც გაბუნიამ აღნიშნა, მიდის საუბარი საველე ჰოსპიტლებთან დაკავშრებით.
ბოლო 24 საათში ჩატარებული 50 430 კვლევის შედეგად, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 5352 ადამიანს დაუდასტურდა. ტესტდადებითობის დღიური მაჩვენებელი 10.61%-ია, ბოლო 14 დღის 9.33%-ს შეადგენს, ბოლო 7 დღის კი 10.27%-ს.
საფრანგეთის ქალაქ კლერმონ-ფერანის საუნივერსიტეტო კლინიკის მეან-გინეკოლოგის, რევაზ ბოჭორიშვილის განცხადებით, ორსულები კორონავირუსის საწინააღმდეგოდ აუცილებლად უნდა აიცრან და ამისთვის ყველაზე ოპტიმალური პერიოდი მეათე კვირიდან იწყება.
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს სოფელ შინდისთან მომხდარი ბრძოლიდან დღეს 13 წელი შესრულდა.
ნინოწმინდის რაიონში, სოფელ ტამბოვკასთან მდებარე ე.წ. საზაფხულო საძოვრებზე დაახლოებით 500 სული ცხვარი დაიხოცა. ამის შესახებ ინფორმაცია „რეგინფოს“ სოფელში მერის წარმომადგენელმა, მასის აღაიანმა დაუდასტურდა.
საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „კვირის ინტერვიუს“ ავტორი და წამყვანი, ჟურნალისტი ირაკლი აბსანძე აცხადებს, რომ სამსახურიდან ათავისუფლებენ.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11