weather cur horoscope tv
ნოემბერი 26, 2024

საზოგადოება

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ ხელმძღვანელი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი, რომელმაც რამდენიმე თვის წინ კორონავირუსი ძალიან მძიმე ფორმით გადაიტანა, ამბობს, რომ 6 თვის შემდეგაც გვერდით მოვლენებს ებრძვის. ის მოქალაქეებს ურჩევს,…

თბილისში, საბურთლოს რაიონში, ლორთქიფანიძის ქუჩის N28-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ათსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის წინ ფერდის ნაწილი ჩამოიშალა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ მომხდარის სავარაუდო მიზეზი ამ ტერიტორიაზე დაწყებული მშენებლობაა.

მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი (ხაჩიძე) კორონავირუსის საწინააღმდეგო „პფაიზერის“ ვაქცინით აიცრა. მღვდელმთავრის თქმით, ახლახან ათონის მთაზე იმყოფებოდა, სადაც წინამძღვრები და იქ მოღვაწე ბერები კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილები იყვნენ. ეპისკოპოსი მრევლს…

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC) დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ ორსულებს მოუწოდა, ვაქცინაცია ჩაიტარონ. მისი თქმით, ამისთვის ქვეყანაში „ფაიზერის“ ვაქცინის საკმარისი რაოდენობაა.

მთავრობის მიერ შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო იმსჯელებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC) დირექტორის, ამირან გამყრელიძის რეკომენდაციაზე, რომელიც გარკვეულ დაწესებულებებში მხოლოდ კორონავირუსზე აცრილი ან გატესტილი პირების დაშვებას გულისხმობს.

უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ახალი შეზღუდვების დაწესების გადაწყვეტილება მიიღო.

კორონავირუსით ინფიცირებულმა 30 კვირის ორსულმა ნაყოფი დაკარგა. შემთხვევა ქუთაისში კლინიკა „ბომონდში“ მოხდა, სადაც კოვიდინფიცირებულ ორსულებს მკურნალობენ. საავადმყოფოს წარმომადგენლის ინფორმაციით, 31 წლის ქალის ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა მძიმეა.

კორონავირუსით ინფიცირების 5128 ახალი შემთხვევიდან თბილისში 2236 შემთხვევა ფიქსირდება, რეგიონებს შორის კი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აჭარაშია, სადაც ვირუსი 811 ადამიანს დაუდასტურდა.

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ჩატარებული 49 189 ტესტის შედეგად, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 5128 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამავე პერიოდში გარდაიცვალა 49 ადამიანი, 3310 კი გამოჯანმრთელდა.

კოვიდ ინფიცირებულთათვის ახალი ვებ-პორტალი er.moh.gov.ge ამოქმედდა. მოქალაქეებს, რომლებსაც COVID-19 დაუდასტურდათ, შესაძლებლობა აქვთ პორტალზე დარეგისტრირდნენ, 112-ის მიერ მიღებული ინფორმაცია დამუშავდება და შემდგომი მონიტორინგისათვის ოჯახის ექიმს გადაეცემა.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]