weather cur horoscope tv
ნოემბერი 27, 2024

საზოგადოება

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინის „სპუტნიკ V“-ის პირველი პარტია – 6500 დოზა შეიტანეს. ვაქცინა, პირველ რიგში, სამედიცინო პერსონალის, ე.წ. სამართალდამცავი სტრუქტურების თანამშრომლების, სახელმწიფო მოხელეებისა და მასწავლებლების აცრისთვის არის განკუთვნილი.…

მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს 2 მაისს აღნიშნავს. აღდგომის ღამეს, ე.წ. კომენდანტის საათი სამი საათით შემცირდება და პირველი მაისის 23:00 საათიდან 2 მაისის 04:00 საათამდე იმოქმედებს.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალაბასთუმანში, საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ, სამართალდამცველებმა მამა-შვილი დაჭრეს. პაპუნა და ბადრი ძანძავებს ოკუპირებული აფხაზეთიდან უაქციზო სიგარეტის გადმოტანას ედავებიან, ოჯახი კი სამართალდამცველებს ძალის გადამეტებაში ადანაშაულებს.

ყვარლის ცენტრში გუშინ საღამოს ცეცხლსასროლი იარაღიდან ისროდნენ. „რეგინფოს“ ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცს მიმავალი მანქანიდან ესროლეს, თუმცა მას ტყვია არ მოხვდა.

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში ჩატარებული 27 895 ტესტის შედეგად, კორონავირუსით ინფიცირების 1476 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გუშინ 1433 ახალი შემთხვევა იყო.

ოკუპირებულ ცხინვალში, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს, გიორგი ტოტჩიევს სცემეს. სოციალურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მას ე.წ. სახელმწიფო დაცვის სამსახურის ყოფილი თანამშრომელი დაესხა თავს, მიზეზი კი ე.წ.…

ჩინეთის საელჩოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობის ჰუმანიტარული დახმარების სახით საქართველოს 100 000 დოზა „სინოვაკის“ ვაქცინა და 100 800 ცალი შპრიცი გადმოეცა.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელი ბაისუბანი ძლიერი სეტყვის შედეგად დაზარალდა. როგორც „რეგინფოს“ ბაისუბნის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელმა, გიორგი ბარბაქაძემ განუცხადა, თითქმის 100%-ით არის განადგურებული ვენახები, ხეხილის ბაღები, ბოსტნეული და კენკროვანი ნარგავები.

მაშველებმა მდინარე რიონში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამ დროისთვის არ ამბობენ, იდენტიფიცირებულია თუ არა მამაკაცი.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის განცხადებით, საქართველომ უნდა დაიწყოს სიარიაში საბრძოლო მოქმედებებში მონაწილე პირების და მათი ოჯახის წევრების სამშობლოში დაბრუნების პროცესი. როგორც ლილუაშვილმა დღეს, პარლამენტში გამოსვლის დროს თქვა, მათი…

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]