weather cur horoscope tv
ნოემბერი 28, 2024

საზოგადოება

ვაქცინაციის მხარდამჭერთა საინიციატივო ჯგუფი საქართველოს მთავრობას და ჯანდაცვის სამინისტროს პეტიციით მიმართავს. ელექტრონული პეტიციის ავტორთა ინიციატივაა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრების სარეგისტრაციო გვერდზე (booking.moh.gov.ge) დაემატოს სათადარიგო ჯავშნების ფუნქცია იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც მზად…

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში მდებარე ხილის შესანახი სამაცივრე მეურნეობა, რომელიც ადგილობრივ კრიმინალურ ავტორიტეტს, მალხაზ ბადუაშვილს ეკუთვნის, წუხელ დაიწვა. ამის შესახებ ინფორმაცია „რეგინფოს“ ადგილობრივებმა დაუდასტურეს. მათი თქმით, სამაცივრე მეურნეობა გასულ ზაფხულს…

ბოლო 24 საათში საქართველოში ჩატარებული 14 298 კვლევის შედეგად, კორონავირუსის 171 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. დღე-ღამის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 382 პაციენტი და დაფიქსირდა გარდაცვალების 14 ახალი შემთხვევა.

თელავის რაიონულმა სასამართლომ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში ერთი ადამიანის მკვლელობისა და სამის დაჭრის საქმეზე დაკავებულებს – ალექსანდრე და ჯუანშერ ტურიაშვილებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, აპრილში საქართველოში ჩინური კომპანია „სინოფარმის“ ვაქცინის დაახლოებით 100 000 დოზა შემოვა.

ქობულეთის შემოვლით გზაზე ერთმანეთს ექვსი ავტომანქანა შეეჯახა. მომხდარის შედეგად დაშავებული ოთხი ადამიანი ქობულეთის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათგან ერთმა უკვე დატოვა სამედიცინო დაწესებულება. ექიმების ინფორმაციით, დანარჩენი პაციენტების ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

მეწყერულ ადგილთან მცხოვრებმა მოსახლეობამ თბილისის მერიაში შეიტანა პეტიცია, რომლითაც ითხოვენ, გამოცხადდეს მორატორიუმი ვაშლიჯვარში ყველა ტიპის მშენებლობაზე, შეწყდეს მაჭავარიანის ქუჩიდან მიმავალი ესტაკადის მშენებლობა და არ გაიხნას მაჭავარიანის ქუჩა იქამდე, ვიდრე ექსპერტიზა…

24 საათში კორონავირუსზე ჩატარებული 35 560 ტესტის შედეგად, საქართველოში ინფიცირების 490 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. დღე-ღამის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 219 პაციენტი, ხოლო 8 – გარდაიცვალა.

მომსახურების სააგენტოს სერვისცენტრებთან გრძელი რიგების მიუხედავად, შინაგან საქმეთა სამინისტრო არ აპირებს ვადის გადაწევას სატრანსპორტო საშუალების ძველი ნიმუშის სახელმწიფო სანომრე ნიშნების ახლით შესაცვლელად. დრო 31 მარტს იწურება და 1-ლი აპრილიდან ძველი…

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას ინფორმაციით, თბილისში „ფაიზერის“ ვაქცინით ვაქცინაციისთვის ადგილები პრაქტიკულად შეივსო. რეგისტრაცია გუშინ საღამოს დაიწყო.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]