weather cur horoscope tv
ნოემბერი 28, 2024

საზოგადოება

გურჯაანში ახალგახსნილი ტექნოპარკიდან ტექნიკა მოიპარეს. „რეგინფოს“ ინფორმაციით, ქურდობაში ტექნოპარკის თანამშრომელია მხილებული. პოლიციამ ნაქურდალი ტექნიკის ნაწილი ამოიღო, თუმცა ქურდობაში მხილებული პირი დაკავებული არ არის.

ნამახვანჰესის წინააღმდეგ 31 მარტს, თბილისში დაანონსებულ აქციასთან მოძრაობას „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ კავშირი არ აქვს. ამის შესახებ „რეგინფოს" მოძრაობის ხელმძღვანელმა ვარლამ გოლეთიანმა განუცხადა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ბოლო ორი დღეში კორონავირუსის საწინააღმდეგოდ „ასტრაზენეკას“ ვაქცინა 1375-მა მედიცინის მუშაკმა გაიკეთა, რაც „დიდი აქტივობა“ არ არის.

თელავის რაიონში 26 წლის მამაკაცი 15 წლის გოგონას გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს. პოლიციის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ მას შემდეგ, რაც გოგონას ოჯახის წევრებმა ბავშვზე სექსუალური ძალადობის შესახებ გაიგეს, მსხვერპლს ძმამ რამდენჯერმე…

„კორონავირუსმა საქართველოში 3600 ადამიანი შეიწირა. ამიტომ, ამ ადამიანების ხსოვნის პატივსაცემად მაქსიმალური მობილიზაცია უნდა გავაკეთოთ და ავიცრათ. თუ წელს მოსახლეობის 60% ავიცრებით, ჩვენთან ეს ეპიდემია დასრულდება“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული…

მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ხელმძღვანელის ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, სპეკულაციაა სახელისუფლებო წრეების მიერ გავრცელებული მოსაზრება იმის შესახებ, რომ ნამახვანჰესის წინააღმდეგ აქციის თბილისში გამართვით, მოძრაობა ოპოზიციური პარტიების პროტესტს უერთდება.

ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე პოლიციის თანამშრომელი, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს საკუთრებაში არსებულ ავტომობილს მართავდა, ავტოავარიაში მოჰყვა. ავტომობილი ხეს შეეჯახა, რის შემდეგაც გზიდან გადავარდა.

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, განიხილება საკითხი, რომ ვაქცინაციის პროცესში პრიორიტეტული ჯგუფები დაგეგმილზე ადრე ჩაერთონ. ვაქცინაციის ეროვნული გეგმის შესაბამისად, „ასტრაზენეკას“ ვაქცინით პირველ რიგში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები იცრებიან.

პარლამენტის 79-მა დეპუტატმა მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ცალკე უწყებად გამოყოფას ეხება.

კომუნიკაციების კომისიის მონაცემებით, 2020 წელს საქართველოში ფიქსირებული ინტერნეტის აბონენტების რაოდენობა 57 000-ით გაიზარდა და მილიონს მიაღწია – დღეს ფიქსირებულ ინტერნეტს 998 000 აბონენტი იყენებს.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]