საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1057 ფაქტი გამოავლინეს.
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსზე 7898 ტესტი ჩატარდა, რის შედეგადაც ვირუსით ინფიცირების 551 ახალი შემთხვევა დადასტურდა. დღე-ღამის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 880 პაციენტი, ხოლო 23 გარდაიცვალა.
თბილისში, მეტროსადგურ „ახმეტელის“ მიმდებარედ, ბაზრობა „ჩემპიონის“ ტერიტორიაზე გამთენიისას ხანძარი გაჩნდა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსმა, ოთარ კერესელიძემ განაცხადა, ბაზრობაზე არსებული საქონლის დაახლოებით 50%-ზე მეტი გადარჩა.
მომღერალი თემურ წიკლაური ცოცხალია და მისი გარდაცვალების შესახებ სოციალურ ქსელში, ასევე, ზოგიერთი საინფორმაციო სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. ამის შესახებ "რეგინფოს" გორის სამხედრო ჰოსპიტალში განუცხადეს, სადაც თემურ წიკლაურია…
ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის წინააღმდეგ ორი ვაქცინის შემოტანა განიხილება, რომელთაგან ერთ-ერთი ჩინურია.
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლების ბეჩოს, ლატალისა და ლენჯერის მოსახლეობის განცხადებით, 2020 წლის დეკემბრის პირველ ნახევარში, ადგილობრივებმა სამივე თემის ყველა სოფელი საკუთარი ძალებით გაწმინდეს კრიპტოვალუტის ფერმებისგან, თუმცა ელექტროენერგია მაინც ყოველდღიურად ეთიშებათ, ხშირად…
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით 11 155 ტესტი ჩატარდა, საიდანაც გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 143 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე 239 229 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი.
ახმეტაში ახალგაზრდა მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად დაჭრეს. შემთხვევა 9 იანვარს, საღამოს მოხდა. დაჭრილი, 1990 წელს დაბადებული ვ.კ. თელავის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი და ექიმების შეფასებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
„მესტიის ცენტრი და გარკვეული სოფლები, სამწუხაროდ, შობას ელექტროენერგიის გარეშე შეხვდნენ, რაც არ იყო გამოწვეული კომპანიის ქსელში არსებული ავარიით. მესტიის რაიონის მაღალი ძაბვის ცენტრალურ ქვესადგურში, უსაფრთხოების ნორმების სრული იგნორირებით, შევიდა ადგილობრივი…
სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მამის განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1985 წელს დაბადებული კ.წ. დააკავეს. საქმე ეხება ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ლეწურწუმეში წუხელ მომხდარ დანაშაულს.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11