საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
კორონავირუსული ინფექცია ოთხ პატიმარს დაუდასტურდა. სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, ორი დღის წინ PCR ტესტირება სამოქალაქო კლინიკაში მყოფ სულ 46 პატიმარს ჩაუტარდა, მათ შორის იყვნენ როგორც საკარანტინო სივრცეში მყოფი ახალდაკავებული ბრალდებულები,…
სამართალდამცავებმა დააკავეს 30 წლის მამაკაცი, რომელიც, გამოძიების მტკიცებით, მოქალაქეებისგან ავტომობილებს ქირაოდა, შემდეგ კი სხვადასხვა ნაწილს ხსნიდა და ასხვისებდა. მას ბრალად თაღლითობა ედება. დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, ამ დროისთვის ტყისა და მინდვრის ხანძრები საქართველოს 3 რეგიონში - სამეგრელოში, რაჭა-ლეჩხუმში და შიდა ქართლში - 7 ადგილზეა.
სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ კოტიანეთში 31 წლის კაცი ყანაში გარდაცვლილი იპოვეს. მას დაზიანება, სავარაუდოდ, საკანცელარიო დანით ყელის არეში აქვს მიყენებული.
ბოლო 24 საათში, საქართველოს მასშტაბით, კორონავირუსზე 5265 ტესტი ჩატარდა, რის შედეგადაც ვირუსით ინფიცირების 537 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. დღე-ღამის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 494 პირი და გარდაიცვალა 34 პაციენტი.
რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში, გაგრაში ტყის მასივი იწვის და ცეცხლი საცხოვრებელ სახლებს უახლოვდება. როგორც ადგილობრივ მედიასთან სახანძრო-სამაშველო რაზმის უფროსმა, დავით ბგანბამ განაცხადა, ხანძარი სახლებიდან დაახლოებით 150 მეტრშია.
დღეს, 7 იანვარს, დღის ბოლოს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის საშობაო ეპისტოლე გამოქვეყნდა. პატრიარქი აცხადებს, რომ ის პრობლემები, რაც პანდემიამ მსოფლიოს მოუტანა, ღვთის დაშვებით მოხდა. ამასთან, ილია მეორე მწუხარებით აღნიშნავს, რომ…
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა თბილისში, კოტე აფხაზის ქუჩაზე მდებარე ბარს - „სახელოსნოს“ ეკონომიკური საქმიანობა შეუჩერეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა ბარი 2020 წლის ნოემბერში, იზოლაციისა და კარანტინის…
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის, ილია მეორის მდივან-რეფერენტი შორენა თეთრუაშვილი თვითიზოლაციაშია. ამის შესახებ ინფორმაცია ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან სატელეფონო ინტერვიუში პატრიარქის ექიმმა, ცისანა შარტავამ დაადასტურა. უცნობია, დაუდასტურდა თუ არა კორონავირუსი შორენა თეთრუაშვილს.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11