საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
ოკუპირებულ აფხაზეთში, მათ შორის, გალის რაიონში მესამე დღეა ხანძრებს ებრძვიან. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, გალის რაიონში დაახლოებით 600 ჰექტარზე იწვის მინდვრები და ტყეები. სოფელ ზემო ბარღებში დაიწვა სამი საცხოვრებელი სახლი, ასევე,…
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სოფელ თაბორის თავზე ტყის მასივი იწვის და ხანძრის ლოკალიზება ვერ ხერხდება.
კორონავირუსის პანდემიის გამო, 7 იანვარს, თბილისსა და რეგიონებში ტრადიციული საშობაო მსვლელობები არ გაიმართება. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს განცხადებით, სამღვდელოება მოსახლეობას მანქანებიდან კმევით, გალობით და ნაკურთხი წყლის სხურებით მიულოცავს შობას.
დუშეთის მუნიციპალიტეტში, ბაზალეთის თემში, რადიოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, წყლით სავსე თხრილში 60 წლამდე ქალის ცხედარი იპოვეს. ის ერთ-ერთ ფერმაში მუშაობდა.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, საქართველოში დადასტურებული კორონავირუსის ახალი შტამის შესახებ ცნობილია, რომ უფრო სწრაფად ვრცელდება და ამიტომ მეტი სიფრთხილეა საჭირო.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას შეფასებით, შეზღუდვების და მობილობის შემცირების ფონზე კორონავირუსის გავრცელების მხრივ პოზიტიური მაჩვენებელი ფიქსირდება. როგორც გაბუნიამ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, შეზღუდვების დაწესებამდე კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა ორჯერ უფრო მაღალი…
ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში, ქვეყნის მასშტაბით, კორონავირუსზე 14 511 ტესტი ჩატარდა, რის შედეგადაც ვირუსით ინფიცირების 2316 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 382 პირი, ხოლო 18 გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, 500-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი მთელი ქვეყნის მასშტაბით, 24-საათიან რეჟიმში აქრობს ცეცხლს, რის შედეგადაც 105 აქტიური კერიდან 100-ის სრული ლიკვიდაცია მოხერხდა, ხოლო ხუთ კერაზე…
4 იანვრის 21:00 საათის მდგომარეობით, კახეთის რეგიონში კორონავირუსის 169 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფიცირების ყველაზე მეტი, 39 შემთხვევა თელავში დადასტურდა, ხოლო სხვა მუნიციპალიტეტებში არსებული მონაცემები ასეთია: გურჯაანი - 37, საგარეჯო -…
საქართველოში კორონავირუსის ახალი, ე.წ. ბრიტანული შტამი დადასტურდა, რომელიც COVID-19-ის ცნობილ შტამზე 70%-ით უფრო გადამდებია. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, ახალი შტამით ინფიცირებული 50 წელს გადაცილებული მამაკაცია.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11