საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის პიკმა გადაიარა და ყოველდღიური ახალი შემთხვევების რაოდენობა 3-4–ჯერ არის შემცირებული.
გორში, კლინიკა „გორმედის“ რეანიმაციაში ექიმი-უროლოგი, 65 წლის მირიან არსაკიძე გარდაიცვალა. რეანიმაციული განყოფილების ხელმძღვანელის, ტატო ქაჯაიას განცხადებით, კლინიკაში შემოსვლისას ექიმის ჯანმრთელობის მდგომარეობა „საკმაოდ მძიმე“ იყო.
„საქართველოს ფოსტის“ გენერალურმა დირექტორმა შრომითი ხელშეკრულებები შეუჩერა გორის ფილიალის 11 თანამშრომელს, რომლებიც სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით 5 იანვრიდან გაიფიცნენ. ლევან ჩიკვაიძის წერილი ფოსტის კურიერებმა გუშინ, 8 იანვარს მიიღეს.
საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსზე 18 149 ტესტი ჩატარდა, რის შედეგადაც ვირუსით ინფიცირების 2058 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. დღე-ღამის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 529 პაციენტი, ხოლო 22 გარდაიცვალა.
დღეს, 09:00 საათზე, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზისუბანში მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის სიმძლავრემ 3.9 მაგნიტუდა შეადგინა.
„ქუთაისის სულხან-საბას დასახლების სამების ეკლესიის წინამძღვარმა, დეკანოზმა ილია კარკაძემ გადმოანთხია ანტისემიტური შეთქმულების რამდენიმე თეორია, რომელთა ნაწილიც ევროპაში, 1930 წლებში გავრცელებულ ყველაზე სისხლიან ბრალდებებსა და ანტი-ებრაული სიძულვილის პროპაგანდას მოგვაგონებს“, – აცხადებს…
დაახლოებით 100 ადამიანი შეიკრიბა დღეს პანკისში იმ მოთხოვნით, რომ ამნისტია, რომლის მიღებასაც მეათე მოწვევის პარლამენტი გეგმავს, ტერორიზმის ხელშეწყობაში მსჯავრდებულ პირებზეც გავრცელდეს. საუბარია რამაზ მარგოშვილზე, რუსლან ალდამოვზე, ზურაბ გორნაკაშვილსა და ზურაბ…
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტს, შორენა თეთრუაშვილს გუშინ და დღეს ჩატარებული ტესტებით კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სამსახურის განცხადებით, აფხაზეთის ტერიტორიაზე, მათ შორის, გაგრის რაიონში ხანძრის ძირითადი კერების ჩაქრობა შეძლეს.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებიით, ქვეშეთი-კობის მაგისტრალური გზისა და 9-კილომეტრიანი გვირაბის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, გვირაბის სამშენებლო სამუშაოების წარმოებისათვის სპეციალურად დამზადებული TBM (Tunnel Boring Machine) დანადგარი უკვე საქართველოშია.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11