საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
საქართველოში, 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 2901 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა კიდევ 2799 ინფიცირებული, ხოლო 34 პაციენტი გარდაიცვალა.
ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თედორე გობეჯიშვილის გარდაცვალების საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის ყოფილი თანამშრომლები, აკაკი კობალაძე და აკაკი ხუსკივაძე დააკავა. კობალაძე კრწანისის საოლქო საარჩევნო კომისიის ყოფილი თავმჯდომარეა,…
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვები შესაძლოა კიდევ გაფართოვდეს.
ისნის საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თედორე გობეჯიშვილის გარდაცვალების საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ორშაბათიდან, 9 ნოემბრიდან, დიდ ქალაქებში – თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში – 22:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე გადაადგილება შეიზღუდება.
ოზურგეთის რაიონული პროკურორი ფრიდონ ქარცივაძე 46 წლის ასაკში კორონავირუსით გარდაიცვალა. ის ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში მკურნალობდა, თუმცა თანმხლები დაავადებების გართულების გამო, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსით 182 სამედიცინო მუშაკი დაინფიცირდა, რაც ახალი შემთხვევების დაახლოებით 6%-ია.
ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თედო გობეჯიშვილი 43 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ დღეს, „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების ინფორმაციით, სექტემბრიდან დღემდე კახეთში რეგისტრირებულია კორონავირუსის 906 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა. აქედან ყველაზე მეტი – 278 შემთხვევა თელავის მუნიციპალიტეტში დაფიქსირდა.
საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსით გარდაცვალების 18 შემთხვევიდან ოთხი ბათუმში დაფიქსირდა. გარდაცვლილთა შორის 39 და 55 წლის პაციენტებიც არიან.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11