საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
ქუთაისში კორონავირუსით ინფიცირებული 26 წლის ქალი გარდაიცვალა. ოჯახის განცხადებით, ის კლინიკაში 31 ოქტომბერს, დაგვიანებით გადაიყვანეს, იმ მიზეზით, რომ სამედიცინო დაწესებულებებში ადგილი არ იყო, მეორე დღეს კი გარდაიცვალა.
ხვალიდან, 4 ნოემბრიდან 25 ნოემბრის ჩათვლით აჭარაში და ათ დიდ ქალაქში სწავლა დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება. ასეთი ქალაქებია: თბილისი, ქუთაისი, რუსთავი, თელავი, ზუგდიდი, ზესტაფონი, გორი, ფოთი, მარნეული და გარდაბანი.
„დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით რესტორნებმა იმუშაონ 22:00 საათამდე“, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
საქართველოში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსით ინფიცირების 1943 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც ყველაზე მეტი – 650 – თბილისში ფიქსირდება.
სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა დაადასტურა, რომ გლდანის ციხეში პატიმრებმა ტელეკომპანია „მთავარი არხის“ მეწილეს, გიორგი რურუას სცემეს. რურუაზე თავდასხმის შესახებ ინფორმაცია 2 ნოემბერს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა და რურუას ადვოკატმა,…
პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას პირადი დაცვის კიდევ ორ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას პრემიერის პრესსამსახური ავრცელებს. მანამდე ინფექცია დაცვის ერთ თანამშრომელს აღმოაჩნდა, რის გამოც გახარია თვითიზოლაციაში იმყოფება.
საქართველოში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 1852 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა კიდევ 1696 პაციენტი, ხოლო 7 – გარდაიცვალა. გარდაცვალების ერთი შემთხვევაა კახეთში და 6 აჭარაში.
აჭარის ჯანდაცვის მინისტრს, ნინო ნიჟარაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა და მკურნალობას ბინაზე გადის.
ხმების პარალელური დათვლის (PVT) შედეგების მიხედვით, რომელიც „სამართლიანმა არჩევნებმა“ გამოაქვეყნა, პარლამენტის არჩევნებზე „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩეველთა ხმების 45.8% აიღო, ხოლო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთანებულმა ოპოზიციამ“ - 26.4%.
„სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) შეფასებით, არჩევნების შედეგების შეჯამების პროცესში გამოკვეთილი ტენდენციის სახე ჰქონდა შემაჯამებელ ოქმებში დისბალანსის ისეთ შემთხვევებს, როდესაც ბიულეტენების რაოდენობა აღემატებოდა ამომრჩეველთა სიებში ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობას, რაც, ISFED-ს განცხადებით, სერიოზულ…
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11