weather cur horoscope tv
თებერვალი 01, 2025

საზოგადოება

თელავის რაიონის სოფელ ყარაჯალაში სამართალდამცავებმა ცესკოს მიერ აკრედიტებულ ჟურნალისტებს 38-ე საარჩევნო უბანი დაატოვებინეს და კენჭისყრის შენობაში აღარ უშვებენ. პოლიციის წარმომადგენლის განმარტებით, საუბნო კომისიიდან მიმართეს, რომ ჟურნალისტები კომისიის წევრებს ხელს უშლიდნენ…

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 17:00 საათისთვის საპარლამენტო არჩევნებზე აქტივობამ 45.77% შეადგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ ხმა 1 607 530-მა ამომრჩეველმა მისცა.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, ვაჟა სირაძის განცხადებით, თბილისში, გლდანში, ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე მომხდარ ინციდენტებზე, პირველადი ინფორმაციით, პოლიციისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის, ადმინისტრაციული წესით, 5 პირია დაკავებული.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 15:00 საათისთვის საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა 36.45 %-მა მიიღო მონაწილეობა, რაც 1 279 947 ამომრჩეველია.

თბილისში, გლდანის 79-ე საარჩევნო უბანზე ინტერნეტგამოცემა „პუბლიკას“ ჟურნალისტს მინდია გაბაძეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ჟურნალისტი უბანზე მომხდარ დაპირისპირებას იღებდა, რა დროსაც ინციდენტის ერთ-ერთმა მონაწილემ მედიის წარმომადგენლები უცენზურო სიტყვებით აგინა და მინდია…

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის, სულხან სალაძის განცხადებით, მარნეულის N5 საარცევნო უბანზე მათ დამკვირვებელს სხვა სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენელმა სცემა.

კორონავირუსით ინფიცირებული 15 წლის გოგონა, რომელიც 2 კვირაზე მეტი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა და მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა, გარდაიცვალა.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა საპარლამენტო არჩევნებზე სპეციალური აპლიკაციის მეშვეობით, ამომრჩეველთა სახის იდენტიფიცირებისა და ფოტოგადაღების საკითხის კანონიერების შესწავლა დაიწყო. საარჩევნო უბნებზე სპეციალურ აპლიკაციას მედიასაშუალება Newpost-ის წარმომადგენლები იყენებენ.

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ წაბლანაში მოსახლეობა საპარლამენტო არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს. სოფელში 658 ამომრჩეველია რეგისტრირებული. 12:00 საათის მონაცემებით, საარჩევნო უბანზე ხმა მხოლოდ 8 ამომრჩეველმა მისცა. ყველა მათგანი საუბნო კომისიის წევრია.

ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაციის ინფორმაციით, საპარლამენტო არჩევნებზე, 10 საათისთვის, ამომრჩეველთა აქტივობა 8.33% იყო, რაც რაოდენობრივად 292 587 ამომრჩეველია. ყველზე მაღალი (11.9%) აქტივობა დაფიქსირდა N19 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, რომელიც მოიცავს რაჭა-ლეჩხუმსა და…

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]