weather cur horoscope tv
მაისი 03, 2024

საზოგადოება

ქობულეთში, „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთ ფილიალთან სამართალდამცველები იმყოფებიან და ტერიტორია ყვითელი ლენტით აქვთ შემოსაზღვრული. გავრცელებული ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედებები ბანკის ინკასატორების დაყაჩაღებას უკავშირდება.

გარდაბნის მუნიციპალიტეტში სამართალდამცავებმა განზრახ მკვლელობის ბრალდებით 2004 წელს დაბადებული, არასრულწლოვანი ნ.ო. დააკავეს.

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში გამოვლენილი COVID-19-ის 1595 ახალი შემთხვევიდან 563 თბილისში ფიქსირდება. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ განაცხადა.

„საქართველოს ბანკი“ განცხადებას ავრცელებს ზუგდიდის ფილიალზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით. კომპანიის ინფორმაციით, მათი ყველა თანამშრომელი, ასევე მომხმარებლები და პოლიციელები უსაფრთხოდ და ჯანმრთელად არიან.

ზუგდიდში, „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმისას მძევლად აყვანილმა ირაკლი კავარაცხელიამ გათავისუფლებისა და პოლიციაში გამოკითხვის დასრულების შემდეგ, თავდასხმის დეტალებთან დაკავშირებით მედიასთან კომენტარი გააკეთა.

საქართველოში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსით ინფიცირების 1595 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა კიდევ 398 კოვიდ-ინფიცირებული, ხოლო 6 გარდაიცვალა.

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, ყველაფერს გააკეთებენ, რათა მამაკაცი, რომელიც ზუგდიდში ბანკს დაესხა თავს და მძევლები აიყვანა, „აფხაზეთის ტერიტორიაზე“ ვერ გადავიდეს.

ზუგდიდში შეიარაღებული თავდამსხმელის მიერ გატაცებული ოთხივე ადამიანი – სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ავთანდილ გალდავა და სამი მძევალი – გათავისუფლებულია. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დამნაშავის დაკავების მიზნით ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო…

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ზუგდიდში სამართალდამცველების მიერ სპეციალური ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე არ დასრულებულა და აქტიურად მიმდინარეობს.

შეიარაღებულ მამაკაცს, რომელიც 21 ოქტომბერს, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკში“ შეიჭრა და რამდენიმე საათის განმავლობაში ოცამდე ადამიანი მძევლად ჰყავდა აყვანილი, გამოსასყიდი თანხა სავარაუდოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ავთანდილ…

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]