საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
ახალქალაქის შემდეგ მუშაობა ახალციხის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრმაც შეაჩერა. ამის მიზეზი კორონავირუსით თანამშრომლების დაინფიცირება გახდა.
უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში დაბრუნებისას PCR-ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენის შემთხვევაში, სავალდებულო კარანტინის ნაცვლად თვითიზოლაციას დაექვემდებარებიან, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მათ ტესტის პასუხი არ ექნებათ კვლავ საკარანტინე სივრცეში…
თელავის პირველ საჯარო სკოლაში კორონავირუსი კიდევ ორ პედაგოგს დაუდასტურდა. როგორც „რეგინფოს“ სკოლის დირექტორმა, მაია ოთარაშვილმა განუცხადა, ტესტირების პასუხი დღეს გახდა ცნობილი.
განათლების მინისტრის განცხადებით, ის სკოლები, სადაც საარჩევნო უბნებია განთავსებული, 28, 29 და 30 ოქტომბერს დროებით დისტანციური (ონლაინ) სწავლების რეჟიმში გადავლენ.
მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 22:00 საათის შემდეგ მცხეთაში არსებული რესტორნებიც დაიკეტება. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.
საქართველოში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 1194 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა კიდევ 328 ადამიანი, ხოლო 15 კოვიდ-პაციენტი გარდაიცვალა.
ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ბინაზე დატოვებულ კოვიდ-პაციენტებს, შესაძლოა, სისხლის საერთო ანალიზი და D-დიმერის ტესტი გაუკეთონ, რათა თრომბოემბოლიის განვითარების რისკი გამოირიცხოს.
„დღეს საქართველოში მობილიზებულია 4300 საწოლი, რაც დღეისთვის საჭიროზე მეტია. რამდენიმე ასეული საწოლი თავისუფალია და არავითარი პრობლემა არ არის იმის, რომ ყველა პაციენტი, ვისაც სჭირდება ჰოსპიტალიზება, იყოს ჰოსპიტალიზებული“, – განაცხადა კოვიდ-პანდემიასთან…
სამეგრელოში, ფოთი-ხობის ცენტრალურ მაგისტრალზე თხილით დატვირთული ავტომანქანა გაიტაცეს. როგორც „რეგინფოს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურში განუცხადეს, შემთხვევა დღეს მოხდა და ცხელ კვალზე ერთი პირია დაკავებული.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განმარტა, ვინ მიიჩნევა კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანის კონტაქტად.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11