საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
სამართალდამცავებმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირში მდებარე ერთ-ერთი ავტოგასამართი სადგურის დაყაჩაღების ბრალდებით ორი ახალგაზრდა თბილისში დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულები არიან 1997 წელს დაბადებული ხ.ს. და 1998 დაბადებული მ.ბ.
დღეს გამოვლენილი კორონავირუსის 1941 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 1034 თბილისში ფიქსირდება. 320 ახალი შემთხვევაა აჭარაში, 258 კი – იმერეთში. დანარჩენ რეგიონებში არსებული ვითარება ასეთია:
საქართველოში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 1941 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა კიდევ 412 პაციენტი, ხოლო 10 კოვიდ-ინფიცირებული გარდაიცვალა.
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ბედიანთან უცხოელი ბიზნესმენის ოჯახი დააყაჩაღეს. დანაშაული გუშინ, 23 ოქტომბერს, გვიან ღამით მოხდა. ორმა უცნობმა პირმა ცოლ-ქმარი და მათი მცირეწლოვანი შვილი დააბა და სახლიდან ფული, კომპიუტერები და ტელეფონები…
თბილისში ხვალიდან, 24 ოქტომბრიდან ახალი მარშრუტები ამოქმედდება, რომელზეც ახალი მიკროავტობუსები და ავტობუსები იმოძრავებენ. თბილისის მერიის ინფორმაციით, მარშრუტები შემდეგნაირად არის განაწილებული:
კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდის გამო, საგარეჯოში, თეთრიწყაროში, ახალციხესა და ლანჩხუთში „ცხელების ცენტრები“ გაიხსნება. ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
ბოლო ორი კვირის განმავლობაში კორონავირუსით ინფცირების შემთხვევების ზრდის გამო, საქართველო, შიდა მაჩვენებლით, ე.წ. წითელ ზონაში გადავიდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ბოლო ორ კვირაში, ყოველ 100 000…
თბილისში, გლდანის რაიონში, სარაჯიშვილის ქუჩაზე მკვლელობა მოხდა. გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ნიკა მელია სოციალურ ქსელში ფოტოს ავრცელებს და წერს, რომ მამაკაცი ავტომობილში ჩაცხრილეს, მკვლელმა კი გაქცევა მოასწრო.
ზუგდიდში ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღეს. არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელებმა 2 ათას ლარამდე წაიღეს და მიიმალნენ. შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით აწარმოებს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. ამ დრომდე დაკავებული არავინაა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თბილისი-საგარეჯოს მონაკვეთზე ოთხზოლიანი ასფალტ-ბეტონის 35.2-კილომეტრიანი გზა აშენდება. როგორც დეპარტამენტში აცხადებენ, საზედამხედველო და სამშენებლო სამუშაოების ტენდერების გამოცხადება ნოემბერსა და დეკემბერშია დაგეგმილი.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11