weather cur horoscope tv
თებერვალი 01, 2025

საზოგადოება

„ევროპული საქართველოს“ ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი გიგი უგულავა აცხადებს, რომ მზადაა, ზუგდიდში, საქართველოს ბანკში აყვანილ მძევლებს ჩაენაცვლოს. როგორც უგულავა ამბობს, შეიარაღებულმა თავდამსხმელმა მძევლების ნაწილი გაათავისუფლა და ახლა სამი ადამიანი ჰყავს დატოვებული.

ლაგოდეხში ახალგაზრდა ქალი დაჭრეს

ოთხშაბათი, 21 ოქტომბერი 2020 15:01

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ უზუნთალაში 22 წლის ქალი დაჭრეს. როგორც „რეგინფოს“ კლინიკა „არქიმედეს“  დირექტორმა, ნიკოლოზ ყარალაშვილმა განუცხადა, ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მას დღეს გაწერენ.

ზუგდიდის ცენტრში მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიარაღებული პირი შეიჭრა. როგორც ზუგდიდის მერმა, გიორგი შენგელიამ განაცხადა, ბანკის შენობაში თანამშრომლების გარდა რამდენიმე მოქალაქეც არის.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის დღეს დადასტურებული 1351 ახალი შემთხვევიდან 61 სამედიცინო პერსონალია.

ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით გარდაცვლილი 14 პაციენტიდან ერთ-ერთი 30 წლამდე ასაკის იყო. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. გამყრელიძის ინფორმაციით, პაციენტი კლინიკაში მკურნალობდა. 

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, თბილისში, სპორტის სასახლეში საველე ჰოსპიტლის მოწყობა არ იგეგმება. გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით მინისტრს დღევანდელ ბრიფინგზე დაუსვეს კითხვა.

დღეს დადასტურებული კორონავირუსის 1351 შემთხვევიდან თბილისში დაფიქსირებულია 445, აჭარაში – 369, ხოლო იმერეთში – 295. დანარჩენ რეგიონებში არსებული ვითარება ასეთია:

საქართველოში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 1351 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა კიდევ 337 ადამიანი, 14 პაციენტი კი გარდაიცვალა.

საქართველოს განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა, რომ ის სკოლები, სადაც საარჩევნო უბნებია გახსნილი, 28, 29 და 30 ოქტომბერს სწავლების დისტანციურ (ონალინ) რეჟიმზე გადავლენ. როგორც მინისტრმა თქვა, ეს დღეები 31 ოქტომბრის…

კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდის გამო, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ყველა საშუალო სკოლასა და საგანმანათლებლო დაწესებულებაში დღეიდან ორკვირიანი კარანტინი გამოცხადდა. ასევე დაკეტილია ცხინვალის რამდენიმე საბავშვო ბაღი.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]