weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

საზოგადოება

დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მლეთაში, ლომისის ტაძართან ტურისტული ინფრასტრუქტურის და გზის მოწყობა იგეგმება. პროექტის განხორციელებისთვის 1 291 100 ლარია გათვალისწინებული.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განმარტა, რომ 8-დღიან კარანტინს მხოლოდ უცხოეთიდან შემოსული პირები გაივლიან და საკარანტინო ვადის შემცირება არ შეეხება მათ, ვისაც ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთან კონტაქტი დაუდგინდება. 

აჭარის რეგიონში, ბათუმში, კორონავირუსი დაუდასტურდა პედაგოგს, რომელიც ორ საჯარო სკოლაში ასწავლის. საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის, გოჩა დავითაძის განცხადებით, ინფიცირებულს ორივე სკოლის თანამშრომლებთან ჰქონდა შეხება.

მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ბათუმსა და ქობულეთში სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები პირველი ორი კვირის განმავლობაში დისტანციურად ისწავლიან. საკლასო ოთახებში სწავლა 15 სექტემბრიდან უნდა დაწყებულიყო.

ახალქალაქის მუნიციპლიტეტის სოფელ კუმურდოსთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ქალი დაიღუპა, სამი ადამიანი კი დაშავდა. ერთმანეთს „ფორდის“ მარკის მიკროავტობუსი და „ლადას“ მარკის მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საკარანტინო დღეების რაოდენობა 12-დან 8-მდე შემცირდა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ბრიფინგზე განაცხადა.

რუსეთის მიერ ოკუპირებული გალის რაიონში ბიზნესმენი ჯემალ სოსელია გაიტაცეს. ამის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად გალის ე.წ. ადმინისტრაციის ყოფილმა ხელმძღვანელმა თემურ ნადარაიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა. დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დაწყებულია…

15 წლის მოზარდის, ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმეზე ჩვენების მიცემის იძულების ბრალდებით დაკავებულ გამომძიებელს, მარიანა ჩოლოიანს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი დღეს გამოაცხადა.

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში 42 წლის მამაკაცის მკვლელობის საქმეზე სამართალდამცველებს ამ დროისთვის არავინ დაუკავებიათ. ამის შესახებ „რეგინფოს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურში განუცხადეს. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს,…

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 34 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა კიდევ ხუთი პაციენტი. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდ Stopcov.ge-ზე განახლდა.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]