საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე, ნატა იმედაიშვილი ვარაუდობს, რომ მაუწყებლის ახალი დირექტორის არჩევის პროცესი ხელოვნურად ჭიანურდება.
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო გადაცემა „კურიერს“ ნათია ლაზაშვილი წაიყვანს. ამის შესახებ ტელეარხის აღმასრულებელმა დირექტორმა, ირაკლი იმნაიშვილმა განაცხადა.
ბელა ხოტენაშვილის და ლელა ჯავახიშვილის სახელობის საერთაშორისო საჭადრაკო ტურნირი თელავის თეატრში საზეიმოდ გაიხსნა. ტურნირი 26 სექტემბრის ჩათვლით წინანდლის ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის ტერიტორიაზე ჩატარდება.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მოადგილედ ჯუანშერ ბურჭულაძე დაინიშნა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბურჭულაძემ 1998 წელს საქართველოს ჰუმანიტარულ-ტექნიკური უნივერსიტეტის საბანკო-საფინანსო ფაკულტეტი დაამთავრა.
2019 წლის 27 სექტემბერს „ფრანგული სამედიცინო ცენტრი კახეთი-იონი“ უმასპინძლებს ფრანგი სენატორების დელეგაციას, რომლის შემადგენლობაშიც შედიან:
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სოციალური ქსელის საშუალებით ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ მოსახლეობის უმეტესობა ჭავჭავაძის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოების გაგრძელებას ემხრობა. ამიტომ, როგორც კალაძემ თქვა, სამუშაოები გაგრძელდება, რათა პროექტი „რაც შეიძლება…
საქართველოს პრეზიდენტი დღეს ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიაზე სიტყვით გამოვა. სალომე ზურაბიშვილი მსოფლიო ლიდერებს თბილისის დროით 19:00 - 20:30 საათების შუალედში მიმართავს.
14 წლის გიორგი ვენკომ, რომელიც ამსტერდამის საკვირაო სკოლის მოსწავლე და ქართული ჯვართამაღლების ეკლესიის სტიქაროსანია, საქველმოქმედო კამპანია წამოიწყო და ჰოლანდიაში 40 ათასი ევრო შეაგროვა. ეს თანხმა მან სიღნაღის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბროწლიანში…
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სამართალდამცველებმა ბოლო პერიოდში ნარკოდანაშაულისთვის ექვსი პირი დააკავეს, რომელთა შორის ორი ნარკორეალიზატორია.
ბათუმის საქალაქო სასამართლომ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის შესარჩევად გამოცხადებული კონკურსი შეაჩერა. მოსამართლე კობა გოცირიძის განჩინება მაუწყებილის სამეურვეო საბჭოს დღეს ჩაბარდა.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11