weather cur horoscope tv
იანვარი 22, 2025

საზოგადოება

თბილისში დარეჯანის სასახლის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე ძველი გალავანი აღმოაჩინეს. ახალი არქეოლოგიური ნაშთები თბილისის განვითარების ფონდის პროექტის, „ახალი ტფილისის“ ფარგლებში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს იპოვეს.

თავდაცვის მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილი მოადგილედ პოლკოვნიკი დავით სუჯაშვილი დაინიშნა. ის ამ დრომდე საქართველოს დაზვერვის სამსახურს ხელმძღვანელობდა და დაზვერვის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მთავარი მრჩეველი იყო.

თავდაცვის მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მოადგილედ რატი ბრეგაძე დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მამუკა ხაზარაძის მიერ დაფუძნებული საზოგადოებრივი მოძრაობის „ლელოს“ წევრის, კახა კოჟორიძის თქმით, იგი მოძრაობაში სამართლებრივ და იურიდიულ რეფორმებზე იმუშავებს, მათ შორის სასამართლოს და პროკურატურის რეფორმის შესახებ.

ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი კამპანიას #დაისვენესაქართველოში შეუერთდა. „ვიცი რომ საერთაშორისო კამპანია მიმდინარეობს, რომ გავატაროთ ზაფხული, შემოდგომა ან ზამთარი საქართველოში და სრულად ვუჭერ მხარს…

მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი ილია მეორე გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავებას ულოცავს.

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებელი და მოძრაობა „ლელოს“ ერთ-ერთი წარმომადგენელი ბადრი ჯაფარიძე ამბობს, რომ პოლიტიკურ პარტიას ის და მამუკა ხაზარაძე ოქტომბერში დააფუძნებენ. ამის შესახებ ჯაფარიძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

მამუკა ხაზარაძემ დღეს, 12 სექტემბერს ანაკლიაში ახალი საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელო“ დააფუძნა. ანაკლიაში შეკრებილებს ხაზარაძემ უთხრა, რომ მოძრაობაში ჰორიზონტალური მმართველობა იქნება და ერთი ადამიანის გადაწყვეტილებებზე არ იქნება დამოკიდებული მისი განვითარება.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა გურჯაანის პარკის რეაბილიტაციაზე გამარჯვებული კომპანია - შპს „ენსისი“ გამოავლინა.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, მათმა თანამშრომლებმა საქართველოს საბაჟო საზღვარზე, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევისა და ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ბრალდებით ორი პირი დააკავეს.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]