საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
ქარელის მუნიციპალიტეტში სოფელ ხეობაში 27 წლის სამხედრო მოსამსახურეს, ლაშა ჩოჩიშვილს ეძებენ. ოჯახის წევრების ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი დათხოვნაში იმყოფებოდა, თუმცა არც ოჯახში მისულა და არც სამხედრო ნაწილში დაბრუნებულა.
პანკისის ხეობის მცხოვრებლების ნაწილმა თბილისში, გერმანიის საელჩოსთან აქცია გამართა ბერლინში მოკლული ზელიმხან ხანგოშვილის საქმესთან დაკავშირებით. ისინი გერმანიის ხელისუფლებას სთხოვენ, პასუხისგებაში მისცენ ყველა, ვინც ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში მიიღო მონაწილეობა.
„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე ხმაურით მივიდა. ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა და მაკკეინის ინსტიტუტის ორგანიზებით საერთაშორისო კონფერენცია მეორე დღეა მიმდინარეობს. პანელურ დისკუსიებში წამყვანი დიპლომატები მონაწილეობენ, მათ…
თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ გერმანულ მედიაში „დოჩე ველე“ გამოქვეყნებული სტატია სათაურით „საქართველოს პარლამენტმა პრემიერ-მინისტრად „მოსკოვის კაცს“ დაუჭირა მხარი“, შეკვეთილია.
ჯანდაცვის სამინისტრო და კულტურის პალატა C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში თანამშრომლობის მემორანდუმს გააფორმებენ, რომლის საფუძველზეც კულტურის პალატის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებზე, C ჰეპატიტის პროგრამის პოპულარიზაცია მოხდება.
ამერიკის შეერთებული შტატების მიმართულებით პირდაპირი ფრენების დასაწყებად საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო მოლაპარაკებებს იწყებს.
პარტია „თავისუფალი საქართველოს“ თანათავჯდომარემ, გოგი წულაიამ ქუთაისის მერიასთან წყალი დანაყა. „ქუთაისი პოსტის“ ინფორმაციით, წულაიამ ქუთაისის მერიის მიერ ჭიათურის მერიისთვის ავტომობილის ჩუქება გააპროტესტა და წყლის ნაყვას შეადარა ხელისუფლებასთან საუბარი.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ცხინვალის რეჟიმის მიერ ყალბი დოკუმენტის გამოქვეყნების მიზნად რეგიონის მოსახლეობაში დეზინფორმაციის გავრცელებას ასახელებს. ამის შესახებ „რეგინფოს“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს.
85 წლის კაცს, რომელიც შვილის, რძილს და ორი მეზობლის მკვლელობისთვის დააკავეს, თელავის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა, 2000 ლარიანი გირაოთი შეუცვალა. სასამართლოში „რეგინფოს“ უთხრეს რომ აღკვეთი ღონისძიების შეცვლის თაობაზე პროკურატურას…
ყვარელში N1 ბაგა-ბაღის სრული რეაბილიტაცია და საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრის მშენებლობა მიმდინარეობს. ორივე პროექტს შპს „დამბა“ ახორციელებს და რადგან სარეაბილიტაციო სამუშაოები პროექტით გათვალისწინებულ გეგმა-გრაფიკს ჩამორჩება შპს „დამბა“ 26 446 ლარით…
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11