weather cur horoscope tv
იანვარი 19, 2025

საზოგადოება

თელაველი და გურჯაანელი მევენახეები ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადების გასაპროტესტებლად გომბორის გადასახვევთან შეიკრიბნენ. როგორც ისინი ამბობენ, გვარამიამ ღვინოზე ნათქვამი სიტყვებით, შეურაცხყოფა მიაყენა არა მხოლოდ კახეთს, არამედ მთლიან…

გორში სასტიკად მოკლული 9 წლის ნანიკო ბერიაშვილის სახელი, სავარაუდოდ, ქალაქის ერთ-ერთ უსახელო ქუჩას მიენიჭება. ეს გადაწყვეტილება გორის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დღეს გამართულ სხდომაზე მიიღო.

აბაშის სასწრაფო დახმარების რაიონული სამსახური ახალ შენობაში განთავსდა. საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ინფორმაციით, შენობა საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება და სრულად არის აღჭურვილი როგორც საყოფაცხოვრებო, ისე კომპიუტერული ინვენტარით.

„მინდა გირჩიოთ ყველას, გიყვარდეთ ერთმანეთი, ოჯახი, მეუღლე, შვილები. ეს დიდი მადლი და ძალაა“, – ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.

თელავის მუნიციპალიტეტში, ფშაველი-აბანო-ომალოს გზის მე-15 კილომეტრზე, მდინარე სტორის ხეობაში ჰიდროელექტროსადგურის სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას მუშა, 1975 წელს დაბადებული მამაკაცი დაიღუპა.

სასამართლომ 1000-1000 ლარით დააჯარიმა მეხაკ და სლავა ხაჩატრიანები, რომლებიც ახალქალაქში, პოლიციასთან მომხდარი ინციდენტის შემდეგ დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი ახალი ამბების სააგენტო Jnews-ი ავრცელებს.

პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ წევრი გუბაზ სანიკიძე შინაგან საქმეთა სამინისტროს უნდობლობას უცხადებს და ითხოვს, რომ 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით მაგისტრი მოსამართლის წინაშე გამოიკითხოს.

დღეს, 12 ივლისს, მართლმადიდებელი ეკლესია პეტრე-პავლობას აღნიშნავს. სამების საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად 10:00 საათიდან აღავლენს.

11 ივლისს, დილით „საქართველოს რკინიგზის“ აბაშის სადგურის საფეხმავლო ხიდზე რკინიგზის თანამშრომლებთან რამდენიმე აქტივისტსა და ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის შორის მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით სს „საქართველოს რკინიგზამ“ მყისიერად გაავრცელა განცხადება და აღნიშნა, რომ აქტივისტების…

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ახალქალაქის მონაკვეთზე დასაქმებული მუშები ისევ გაიფიცნენ. „სამხრეთის კარიბჭის“ ინფორმაციით, აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ კომპანია „დემირიოლსერვისს“ 60-ზე მეტი თანამშრომლისთვის ოთხი თვის ანაზღაურება აქვს გადასახდელი.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]