საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
ბოდბელი მთავარეპისკოპოსი იაკობი აცხადებს, რომ აპირებს იმ სპეცრაზმელს, რომელიც 20 ივნისის აქციაზე ტყვიებს დამიზნებით ისროდა, პასუხი აგებინოს. პატრიარქის ქორეპისკოპოსის თქმით, „სჯობს თავად დაისაჯოს და სპეცრაზმელმა თავისი მიიღოს“.
„საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის“ მკვლევარს, ირაკლი ხვადაგიანს, რომელიც 20 ივნისს პარლამენტთან აქციაზე დააკავეს, სასამართლომ ცხრადღიანი პატიმრობა შეუფარდა. ამის შესახებ ინფორმაციას მისი თანამშრომელი დავით ჯიშკარიანი ავრცელებს, რომელიც სასამართლო სხდომას ესწრებოდა.
21 ივნისს ფრანგული სამედიცინო ცენტრ კახეთი-იონმა გასვლითი ვიზიტის მეშვეობით განახორციელა C ჰეპატიტის სკრინინგი. ვიზიტის ფარგლებში Socar Georgia გაზი-კახეთის ოფისის თანამშრომლებს ადგილზე გაეწიათ C ჰეპატიტის უფასო ტესტირება.
20 ივნისს ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისში იურიდიული დახმარების სამსახურის რიგით მე-8 საკონსულტაციო ცენტრი გაიხსნა.
ჭყონდიდის მიტროპოლიტი პეტრე თბილისში, 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და მწუხარებას გამოთქვამს იმის გამო, რომ აქციის დარბევის დროს, ქაშუეთის ეკლესიის კარი დაკეტილი იყო. როგორც მეუფე პეტრემ განაცხადა, დღეს თბილისში თავის…
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ინფორმაციით, 21 ივნისის, პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქციის დარბევისას, ძირითადად, რეზინის ტყვიების სროლის შედეგად, მედიის 30–ზე მეტი წარმომადგენელი დაშავდა. ქარტია შინაგან საქმეთა სამინისტროსგან თითოეული ფაქტის გამოძიებას ითხოვს.
ორთაჭალაში, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, ჟურნალისტები აქციას ლოზუნგით „ნუ გვესვრი“ გამართავენ. აქციის მონაწილეები ამ ფორმით გააპროტესტებენ სამართალდამცველების მხრიდან ჟურნალისტებზე ძალადობას, რასაც ადგილი ჰქოდა 21 ივნისს, პარლამენტთან განვითარებული მოვლენების დროს.
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ზაზა ბოხუას განცხადებით, პარლამენტთან 20 ივნისს გამართულ აქციაზე 240 ადამიანი დაშავდა, რომლებიც საავადმყოფოებში გადაიყვანეს. აქედან 80 პოლიციელია. ოფიციალური ინფორმაციით, სამედიცინო დაწესებულებაში 102 დაშავებული რჩება.
ამერიკულმა ჰუმანიტარულმა ორგანიზაციამ LDS Charities და საერთაშორისო ასოციაციამ „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“, თელავის მუნიციპალიტეტის მერიის დახმარებით, საქველმოქმედო აქცია განახორციელეს.
თბილისში, პარლამენტთან გამართული აქციის დარბევისას დაშავებულმა ორმა ადამიანმა თვალი დაკარგა. ამის შესახებ ჟურნალისტებს „ნიუ ჰოსპიტალსის“ კლინიკურმა დირექტორმა, გიორგი კორძახიამ უთხრა.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11